თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობამ თბილისი ქაოტური განაშენიანებისგან დაიცვა. ირაკლი ხმალაძის თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში მშენებლობა შესაფერის ადგილას, დაგეგმილი ფორმით უნდა განხორციელდეს.
"ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვა იყო. ჩვენ არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას, ვიდრე მისი დეტალური დაგეგმარება არ მოხდება. ასეთი დამოკიდებულებით განაშენიანებას ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე გადავარჩინეთ. ერთ-ერთი მათგანია დიღმის ტყე-პარკი, სადაც ტერიტორიები პრივატიზებული იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გამოვისყიდეთ. იგივე ითქმის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყველამ კარგად ვიცით, იპოდრომზე კორტების მაგალითიც. ცნობილია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა, თუმცა იქ სასტუმრო არ აშენდება. საბოლოოდ, თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს უჯდება მილიონობით ლარი, მაგრამ ეს არის ის სიკეთე, რაც ჩვენს ქალაქს უნდა შევუნარჩუნოთ“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მაშინ, როდესაც თბილისის მერია ირწმუნება, რომ დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები აღმოფხვრილია, სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ პრობლემა ბოლომდე ჯერ კიდევ მოგვარებულა.
"არის შემთხვევები, როდესაც გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეული განსაზღვრული ქმედებები და ღონისძიებები არ ჩატარებულა ან მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც გენგეგმას ეწინააღმდეგებოდა. შეიძლება უარყოფითად შეფასდეს მშენებლობები, რომლებიც ეწინააღმდეგება მდგრადი ურბანული მობილობის მიმართულებას",-აღნიშნავს ურბანისტი, ირაკლი ჟვანია.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებისთვის წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი შვიდი პოლიტიკის შესრულების ანგარიშის წარდგენა დაიწყო. კახა კალაძემ პირველად, ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების ანგარიში წარმოადგინა.თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობამ თბილისი ქაოტური განაშენიანებისგან დაიცვა. ირაკლი ხმალაძის თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში მშენებლობა შესაფერის ადგილას, დაგეგმილი ფორმით უნდა განხორციელდეს.
"ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვა იყო. ჩვენ არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას, ვიდრე მისი დეტალური დაგეგმარება არ მოხდება. ასეთი დამოკიდებულებით განაშენიანებას ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე გადავარჩინეთ. ერთ-ერთი მათგანია დიღმის ტყე-პარკი, სადაც ტერიტორიები პრივატიზებული იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გამოვისყიდეთ. იგივე ითქმის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყველამ კარგად ვიცით, იპოდრომზე კორტების მაგალითიც. ცნობილია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა, თუმცა იქ სასტუმრო არ აშენდება. საბოლოოდ, თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს უჯდება მილიონობით ლარი, მაგრამ ეს არის ის სიკეთე, რაც ჩვენს ქალაქს უნდა შევუნარჩუნოთ“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მაშინ, როდესაც თბილისის მერია ირწმუნება, რომ დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები აღმოფხვრილია, სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ პრობლემა ბოლომდე ჯერ კიდევ მოგვარებულა.
"არის შემთხვევები, როდესაც გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეული განსაზღვრული ქმედებები და ღონისძიებები არ ჩატარებულა ან მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც გენგეგმას ეწინააღმდეგებოდა. შეიძლება უარყოფითად შეფასდეს მშენებლობები, რომლებიც ეწინააღმდეგება მდგრადი ურბანული მობილობის მიმართულებას",-აღნიშნავს ურბანისტი, ირაკლი ჟვანია.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებისთვის წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი შვიდი პოლიტიკის შესრულების ანგარიშის წარდგენა დაიწყო. კახა კალაძემ პირველად, ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების ანგარიში წარმოადგინა.