ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ვაშლიჯვრის მეწყერზე, “ნამოხვანჰესზე” და გერმანელი კოლეგის მიერ დადებულ დასკვნებზე საუბრობს.
“მართალი გითხრათ, ჩვენ სამეცნიერო ჯგუფს სევდა მოჰგვარა ჩვენი გერმანელი კოლეგის კომენტარმა. ადამიანური სევდა.
"Sadly some decisions are political, which can be frustrating as a scientist, but we have to accept it…"
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რომელიც მეცნიერთათვის შესაძლებელია გამაღიზიანებელია, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავთანხმდეთ." - წერს პროფესორი.
გოდოლაძის განმარტებით ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან, რომლის გასაჯაროებაც საჭიროდ არ ჩათვალა.
“ჩვენი გერმანელი კოლეგა ამ წერილს 2018 წელს გვწერდა, როდესაც იგივე კომპანია, რომელიც ახლა მაჭავარიანის მეწყრის გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს, ვერეს უკვე ჩამოსულ მეწყერს "ამაგრებდა" და გზა გაჰყავდა. გერმანელების ეს ჯგუფი მაშინაც კომპანია CRP-იქირავა. ჩვენთან მოვიდნენ, ასევე უსასყიდლოდ გადავეცით ჩვენი კვლევები. მაშინაც არ ვეთანხმებოდით საქმისადმი და კვლევისადმი კომპანიის მიდგომას. გერმანელები მაშინაც გვეთანხმებოდნენ რომ მართლები ვიყავით.
გერმანელები დაქირავებული ექპსერტები არიან და მათ კომპანია უხდის გასამრჯელოს.
ჰოდა აღარ გვიკვირს! კომპანიას დეფორმაციის მზომი ხელსაწყო არა აქვს და რომც ჰქონდეს მისი სწორი გამოყენება არ იცის. 3 პიეზომეტრი და ერთი ექსთენსომეტრით მეწყრის ტანის გადაადგილებას ვერ განსაზღვრავ და ეს სულაც არ არის მონიტორინგის სისტემა, გვაქვსო რომ იძახიან. ჰოდა, საიდან დაადგინეს გერმანელებმა გაჩერდა თუ არა მეწყერი? დაჟინებული მზერით?
ჩვენთან ერთს ამბობენ და სხვასთან სხვას?
ეს ამბავი ხდება "ენკა"-ზეც, გასამრჯელოს სანაცვლოდ დამუნჯებული "ექსპერტები" - წერს თეა გოდოლაძე.