შემოუერთდით AHF საქართველოს მიერ მენსტრუალური ჰიგიენის დღის აღნიშვნის კამპანიას „აუცილებლობა და არა ფუფუნება“, რომლის ფარგლებში მსოფლიოში 5 მილიონი სანიტარული საფენი გადაეცემათ საჭიროების მქონე ქალებსა და გოგონებს.
თბილისი, საქართველო (28 მაისი, 2021) მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას ებრძვის, მენსტრუალური ჰიგიენის დღეს (MHDay) მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მენსტრუალური ციკლი პანდემიის დროსაც არ წყდება! შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF), მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, გიწვევთ, შემოუერთდეთ მენსტრუალური ჰიგიენის დღის (MHDay) კამპანიას „აუცილებლობა და არა ფუფუნება“, რადგან ჩვენ ვიწყებთ მსოფლიოში 5 მილიონი ჰიგიენური საფენის დარიგებას იმ ქალებსა და გოგონებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ ჯანმრთელობისა და სოციალური აქტივობის შესანარჩუნებლად!
მიუხედავად იმისა, რომ რეპროდუქციული ასაკის 1,8 მილიარდ გოგონას, ქალს, ტრანსგენდერ მამაკაცს და არაბინარულ (non-binary) პირს ყოველთვიურად, მენსტრუალური ციკლი აქვთ, მილიონობით მათგანს არ აქვს შესაძლებლობა იზრუნოს ციკლის პერიოდების მართვასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებზე ხელმიუწვდომლობა, ზღუდავს ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების მობილობას, არჩევანის და აქტივობის თავისუფლებას. ეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობასა და აქტიურ მონაწილეობაზე, რაც ხელს უშლის დაცულობის შეგრძნებას და იწვევს სტრესსა და შფოთვას.
28 მაისს, მენსტრუალური ჰიგიენის დღე (MHDay) მსოფლიოში 2014 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს მენსტრუალური ჰიგიენისა და მისი მართვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რაც ქალებსა და გოგონებს აძლევს შესაძლებლობას, სრულად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იცხოვრონ ჯანმრთელი, თვითგანსაზღვრული ცხოვრებით. 2021 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, AHF წარმომადგენლები საზოგადოებას ონლაინ ფორმატში სთავაზობენ საინტერესო და ინფორმატიულ კამპანიას „აუცილებლობა და არა ფუფუნება“.
28 მაისს, AHF საქართველოს ხელშეწყობით, ფეისბუქის ჯგუფში ,,მედ სითი“ გაიმართება ლაივ ჩართვა თემაზე „მენსტრუალური ციკლი და ჰიგიენა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ AHF საქართველოს ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური და ექიმ-გინეკოლოგი მადონა ჯუღელი. ასევე, ამ დღეს ჰიგიენური საფენები დარიგდება თბილისსა და მის შემოგარენში სოციალურად დაუცველ ჯგუფებში, კერძოდ, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, თბილისის ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში. ჰიგიენური საფენები, ასევე, გადაეცემა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს აივ ინფიცირებული ქალებისთვის.
„მე გავიზარდე ისეთ სოციუმში, სადაც მენსტრუალური ციკლის პერიოდები ტაბუდადებულია და გოგოებსა და ქალებს „უწმინდურებად“ მიიჩნევენ. მე მეცინებოდა, როდესაც, პერიოდის გამო, სკოლიდან ვერ დავდიოდი ცურვის გაკვეთილებზე”, - აღნიშნავს AHF-ის გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის უფროსის მოადგილე ლორეტა ვონგი. „AHF იწყებს მსოფლიო კამპანიას ხუთი მილიონი ჰიგიენური საფენის განაწილების მიზნით, რათა დაეხმაროს დაინგრეს ის სტიგმა, რომელიც დღესაც არსებობს, რადგან ბევრ ქალსა და გოგონას არ აქვთ მატერიალური საშუალება ან აქვთ არსაკმარისი წვდომა მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებზე. ჰიგიენურ საფენებზე ხელმისაწვდომობა გავლენას ახდენს გოგონების განათლებაზე, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია შემცირდეს მენსტრუალური ციკლის გამო სასწავლო წლის 20 %-ზე მეტი გაცდენილი დღეები. ეს შეამცირებს იმ უფსკრულს, რაც განათლების კუთხით არსებობს გოგონებსა და მათ თანატოლ ვაჟებს შორის”.
„მრავალი მიზეზის გამო, საჭიროების მქონე მოზარდი გოგონებისა და ქალებისთვის, 5 მლნ-ზე მეტი სანიტარული საფენის დარიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ, დაახლოებით, 500 მილიონ ქალსა და გოგონას, რომელთაც არ აქვთ მენსტრუაციის პერიოდში ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა", - აღნიშნა AHF-ის აფრიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოქტორმა პენინა იუტუნგმა. „სანიტარულ საფენებზე ხელმისაწვდომობა უნდა ჩაითვალოს აუცილებლობად და არა ფუფუნებად, რადგან ჰიგიენური საშუალებების ნაკლებობა იწვევს ჰიგიენისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო მთხოვნების დაუკმაყოფილებლობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტიგმა, შევიწროება და სოციალური გარიყვა, განსაკუთრებით მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში. ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტიგმა და ბარიერები, რომლებიც ბლოკავენ ადამიანების თანაბარ უფლებებს. კანონმდებლებმა, ყველა დონეზე, ეს პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა მიიჩნიონ, რათა ხელი შეუწყონ ცნობიერების ამაღლებას, სანიტარიული ინფრასტრუქტურის შექმნასა და აუცილებელი მომსახურების გაწევას ქალებისა და გოგონებისთვის, მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”.