
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა შემდეგ სამუშაოებზე: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ13-კმ18) რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით 5.9 მლნ. ლარი; ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ21-კმ28) მონაკვეთის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით 10.15 მლნ. ლარი და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, მდინარე ტორჩიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით 1.2 მლნ. ლარი;
აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შესყიდვის ბმულები:
ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი - ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები:
შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642852&lang=ge
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები:
შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=643676&lang=ge
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, მდინარე ტორჩიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები:
შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644692&lang=ge
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.