პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებით, დიდი მსჯელობა მიმდინარეობს ევროკავშირშიც და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც. ამას აქვს თავისი მინუსები და პლიუსები.
“ჩემი აზრით, მეტი მინუსი აქვს, ვიდრე პლიუსი. პირველ რიგში, მაგალითად, ადამიანი არის ვაქცინირებული, რას ნიშნნავს - ადამიანი ვაქცინირებულია? რომელი ვაქცინით არის ვაქცინირებული? თუ შემოვიღეთ პასპორტი, უნდა იყოს მითითებული ადამიანი, რომელი ვაქცინითაა ვაქცინირებული. თუ ადამიანი ვაქცინირებულია ჩინური ვაქცინით, რომლის ეფექტურობაც 50% ნაკლებია და ადამიანი რომელიც "ფაიზერით" არის ვაქცინირებული, აქაც უკვე დაცულობა სხვადასხვაა. ანუ, "ფაიზერით" ვაქცინირებული ადამიანი და ჩინური ვაქცინით ვაქცინირებული ფიზიკურად არ არის ერთი ტოლი. ამას ემატება ის რომ ადამიანები, ვინც გადაიტანა ვირუსი, მაგალითად 2 თვის წინ გადაიტანა ვირუსი, იმ ადამიანს პასპორტი მიეცემა? ასე რომ, არის ბევრი დეტალი”, - განაცხადა ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-თან.
მისივე განმარტებით, აქ, საკითხი არის კარგად გასათვლელი. შეიძლება იყოს მაღალი რისკის პროფესიის ადამიანებისთვის გარკვეული შეზღუდვები, რაც არის დანერგილი ბევრ ქვეყანაში. თუმცა, აქაც საკითხი დზალიან საყურადღებოა და ადამიანებს უნდა აუხსნან დეტალურად რისკებთან დაკავშირებით.
“პირბადეების საკითხი ვერ დაალაგეს, ვაქცინაციის პროცესი ვერ დაალაგეს და ვაქცინის პასპორტს გააკეთებენ? ეს იქნება ქვეყანაში კიდევ ერთი ჩვეულებრივი კორუფციული წრე, ასეთი ბევრი გვაქვს უკვე ქვეყანაში, მაგალითად როგორც ადრე ვამბობდი: იქნება ვაქცინების ჩაწყობით გაკეთებათქო. მე პირადად ვიცი რამდენიმე ადამიანი ვინც გაიკეთა ფაიზერი ისე რომ არ ეკუთნოდა “ჩაწყობით”, ამიტომ ჩვენისთანა ქვეყანაში სადაც არის გამჭვირვალობის ნაკლებობა, კორუფცია გაიზარდა და პროფესიონალიზმის და ხარისხის პრობლემა არის თითქმის ყველა ნაბიჯზე, ამ სიტუაციაში კოვიდ-პასპორტის დანერგვა იქნება კიდევ ერთი კორუფციული გარიგების საშუალება, მაგრამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რასაც ქვია ქვეყანაში პანდემიის შეჩერება. მაგალითად სამარცხვინოა, ვაქცინაციის ტექნიკური ჯგუფი, ეს ხალხი როგორც იძახიან, რომ ექსპერტები არიან, დაამტკიცეს ჩინური ვაქცინა 18 წლიდან, ეს ხომ სუფთა წყლის დანაშაულია. მე სულ ბამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველომ უნდა გააკეთოს ის რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი”, - განაცხადა ფხაკაძემ.