თუ იაფ სტამბოლი
ავერსი შნაიდერი
მთავრობის მიერ, სააღდგომოდ გამოცხადებული , 4-11 მაისის დასვენება , შრომითი კოდექსით გათვალისწინებული არ არის. იურისტების განმარტებით, დამსაქმებელმა და დასაქმებულმა მოლაპარაკების საფუძველზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დაისვენონ თუ არა. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელძღვანელის შალვა ცხაკაიას განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულს ამ დღეებში დასვენება ენდომება, მათ მუშაობას ვერავინ აიძულებს.
 
“ის დასაქმებულები, ვისაც ენდომება აღნიშნული დღეების გამოყენება, მათ ვერავინ აიძულებს მუშაობას. თუმცა, ისინი ვალდებულები იქნებიან აანაზღაურონ ეს დღეები მომავალ შაბათ-კვირებში. ჩვენი გამოცდილებით არ გვქონია ამ მიმართულებით სადავო საკითხები. არ გვსმენია, რომ ვერ შეთანხმდნენ დასაქმებული და დამსაქმებელი. ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის პანდემიიდან გამომდინარე მდგომარეობა. თუ კი შესაძლებლობა არის კომპანიაში, მიიღება გადაწყვეტილება და ისინი გადადიან ისედაც დისტანციურ რეჟიმზე ან ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი დამატებით დასვენებასაც აძლევს დასაქმებულს“, - აცხადებს შალვა ცხაკაია.
 
შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. მთავრობის განმარტებით,უქმე დღეების გამოცხადება, სააღდგომო დღესასწაულის პერიოდში ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად.
 
1125