დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს რეკომენდაციები „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, რომელიც უწყებათშორის საბჭოს, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინება - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ის თავს იკავებს წინასწარ გააჟღეროს, რა წერია ახალ რეკომენდაციებში, თუმცა ამბობს, რომ მათ შორის საუბარია აცრის წახალისების დამატებით მექნიზმებზე, „ომიკრონის“ დადასტურების შემდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე და ა.შ.
ბმ.გე-მ NჩDჩ-ის დირექტორს ჰკითხა, განიხილება თუ არა "მწვანე პასპორტის" რეგულაციის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გავრცელება.
„ჩვენს რეკომენდაციებში ბევრ საკითხზეა საუბარი, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე... (მწვანე პასპორტის გავრცელება)“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე უკვე დაწესებული რეგულაციების აღსრულება უნდა გამკაცრდეს.
„რამდენადაც ინფორმაცია მომაწოდეს, მოდუნდა „მწვანე პასპორტის“ კონტროლის მექანიზმი. როგორც მეუბნებიან, ყველა კვების ობიექტი აღარ ითხოვს საბუთს. მევ გამოვცადე, ერთი-ორგან სადაც შევედი, მომთხოვეს „მწვანე პასპორტი“. საჭიროა მეტი შემოძახილი, როგორც ჩანს. აუცილებელია პირბადის ტარების აღსრულების გამკაცრებაც, ისე როგორც ტესტირების ჩატარების პროტოკოლის გამკაცრებაც. ჯერჯერობით, მეტ შეზღუდვაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე - უნდა იყოს თუ არა უვადო "მწვანე პასპორტი", NჩDჩ-ის დირექტორი ამბობს, რომ უვადო ამ სამყაროში არაფერია. "მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია, არც ჩვენ ვართ - მუდმივები, ალბათ ზოგიერთი საკითხი გარკვეული პერიოდულობით გადაიხედება", - ამბობს ის.
შეგახსენებთ: ცოვიდ-პასპორტის კონცეფცია ქვეყანაში 1-ელ დეკემბერს ამოქმედდა და საქართველო, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ცოვიდ-გადატანილებს "მწვანე სტატუსი" უვადოდ ენიჭებათ.