ახლა ოცნებამ გამოაცხადა აღარაა შეთანხმება ძალაში, და აი არჩევნების შეეშინდათ, ჩვენ ხელს რომ არ ვაწერთ, იმ შეთანხმებით, ეგ ხომ რეფერენდუმი უნდა ყოფილიყოო, თუმცა ჩვენ მაინც არ ვაწერთ ხელს და მაინც უნდა იყოს რეფერებდუმიო. დაასუსტა ოპოზიცია ენმ-ის უაზრო პოზიციამ. და ამას თუ ვერ ხვდება ვინმე, მიკვირს, ეტყიბა ლოგიკური აზროვნების იმ ეტაპზეა, ვაშლი და ვაშლის ხე რომ ერთი ცნებაა. და ოცნებასთან არაფერზე შეთანხმებას აზრი თუ არა აქვს, მაშინ რას ისხდნენ ეს ხალხი მოლაპარაკებებზე? მაზოხისტები არიან? ან ეთქვათ ბიძინას სანამ არ ჩაისვამს მიშელი თვითფრინავში და არ წაიყვანს თან, არაფერს დავთანხმდებითო, ესე ყველფერზე გადააგდებდა. აა, ხო, დამავიწყდა-პარლამებტის წინ შეკრება და არ დაშლა, სანამ ბიძინა არ ჩაბარდება-ეგაა ძალიან მაგარი პოლიტიკური ‘ხოდი’ და თან შედეგიანი.:):):) პოლიტიკური პროცესია და ენმ-მა დააზიანა ეს პროცესი. მეტი არც არაფერი.
გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება , - ამის შესახებ საელჩს განცხადებაშია ნათქვამი.
გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების სერიის განხორციელება.
“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოთ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად.
ფუნქციონირებადი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე.
გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება.
გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად”, - აღნიშნულია განცხადებაში.