
17 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის მიმართულებით მოძრაობა 17 სექტემბრის 12:00სთ-იდან 20:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეიზღუდება.
“საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე, მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 17 სექტემბრის 12:00სთ-დან 20:00სთ-მდე თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩაკეტვის პერიოდში:
სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით.
მცხეთიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, ხოლო შემდგომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.