უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსი აგრესორების ცხრა შეტევა მოიგერიეს და ოკუპანტების ტექნიკა გაანადგურეს.
ინფორმაციას, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს:
"25 მარტს, მოკავშირეთა ჯარებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 9 თავდასხმა დონბასში.
უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს: 170-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე; 17 ერთეული ჯავშანმანქანა; 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა; 8 ტანკი; 3 თვითმფრინავი; სამი დრონი", - ნათქვამია უკრაინის სტრატკომის ინფორმაციაში.