უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ომის სამი კვირის განმავლობაში, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ლიკვიდირებულია 10-ზე მეტი რუსი მეთაური, მათ შორის ექვსი გენერალი. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
კერძოდ, გამოქვეყნებულ სიაში არიან: „როსგვარდიის“ 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური, გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი; აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი; 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი; სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიის საერთო საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.
„რუსეთში ფედერალურ დონეზე არავინ საუბრობს ზოგად დანაკარგებზე. რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ ასახელებს „უკრაინაში სპეცოპერაციის“ ოფიციალურ ხელმძღვანელს“, – განაცხადეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.