უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, კრემლის გეგმები მთლიანად ჩაიშალა.
"ჩვენი ძალები უკვე ათავისუფლებენ სუმის რეგიონს, ხარკოვისა და კიევის რეგიონების ნაწილს. რუსული კოლონები იქიდან მიდიან. ეს მათთვის წარუმატებლობაა,"-აცხადებს არესტოვიჩი.
მისივე თქმით, რუსეთს არ სურს ბელარუსების "სპეციალურ ოპერაციაში" ჩართვა, რადგან შიშობს, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს გადავლენ.