jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელინსკიმ ომის 34–ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში, უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მოუწოდა, რომ არ მოდუნდნენ, ვინაიდან, მტერი ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზეა და უკრაინაში ისევ ბომბები ცვივა. 
 
"დასრულდა ომის, წარმატებული თავდადების 34-ე დღე. დღეს თქვენ ნახეთ, როგორ გადაწყვიტა რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებზე იერიშების შემცირება. ასევე, გადაწყვიტეს, ჩერნობაევკაში ნაკლებმა სამხედრო ავიაციამ იფრინოს და ნაკლებად იმოძრაოს ტანკებმა. 
 
მადლობელი ვარ თითოეული იმ ჯარისკაცის, ვინც კიევს იცავს. მხოლოდ მათ ეფექტურ მოქმედებებს შეუძლია აიძულოს მტერს, კიევს შეეშვას. ამასთან, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, იმიტომ რომ ვითარება არ შეცვლილა, გამოწვევების მასშტაბი არ შემცირებულა. მტერს ისევ აქვს პოტენციალი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევები გააგრძელოს. მათ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობის ტექნიკა და ბევრი უსამართლო ადამიანი ჰყავთ, რომლის გამოგზავნაც შეუძლიათ. 
 
ამიტომ, ჩვენ არ გავჩერდებით, არ მოვადუნებთ ყურადღებას და არ შევამცირებთ თავდაცვით ძალებს როგორც ქვეყნის აღმოსავლეთით, ასევე სხვა რეგიონებში. არცერთ რეგიონში, სადაც მტერი დროებით არის შესული. 
 
უკრაინის დაცვა ჩვენი მთავარი ამოცანაა. მოლაპარაკებების პროცესის ფუნდამენტი ზუსტად ეს არის. მტერი ამ დრომდე ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენი ქალაქების დაბომბვა ისევ გრძელდება. მარიუპოლი ამ დრომდე ალყაშია, იქ მტერს იერიშები არ შეუმცირებია. ეს რეალობაა, ეს ფაქტია, ამიტომ, დღეს, ჩვენი არსებობისა და გადარჩენის ერთადერთი შანსი და გარანტია ჩვენი ჯარისკაცები არიან. გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს." – განაცხადა ზელენსკიმ. 
659