საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლის მცხოვრებლების ევაკუაციას ახდენენ. ამის სესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
პუტინის თქმით, მარიუპოლში "რთული ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად" უკრაინელმა მებრძოლებმა "იარაღი უნდა დაყარონ".
"რუსეთის პრეზიდენტმა დეტალურად აცნობა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევის შესახებ, მათ შორის მარიუპოლიდან. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად უკრაინელმა სამხედროებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი,"- აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ინფორმაციას პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინული გამოცემა "უნიანი" ავრცელებს.