jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ნავთობის ბაზა და ქარხანა დაზიანდა. როგორც ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ კოზიცკი აცხადებს, რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
 
„ორი დარტყმა მოხდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ერთი მოხვდა ნავთობის ბაზას ლვოვში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში. მეორე სამხედრო თავდაცვით ობიექტს, ქარხანას, რომელიც ასევე საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს“, – განაცხადა კოზიცკიმ.
 
კოზიცკის თქმით, ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
 
თავის მხრივ, ლვოვის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ლვოვზე დარტყმა იყო გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით, რომელიც დღეს პოლონეთს სტუმრობდა.
 
635