კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები, რომლებიც რუსებმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაატყვევეს, დღეს გაათავისუფლეს - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით დღეს განხორციელდა პირველი სამხედრო ტყვეების სრული გაცვლა. 10 ტყვე ოკუპანტი, 10 უკრაინელ ჯარისკაცში გაცვალეს. რუსულ მხარეს გაუგზავნეს 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესის მახლობლად დატბორილ გემზე გადაარჩინეს.
ამ გაცვლის შედეგად, "საფირონის" სამაშველო გემიდან სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს ზმეინის კუნძულიდან. გაცვლის პირობებით, თავად სამაშველო გემიც უკრაინაში დაბრუნდება და თურქეთის პორტში გაიგზავნება.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის კუნძულ ზმეინის ორი უცხო ობიექტი მოუახლოვდა. კუნძულ ზმეინიზე გამაგრებულ უკრაინელ საზღვრეებს რუსული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟმა შემდეგი წინადადებით მიმართა - "გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, თორემ ცეცხლს გავხსნით," მესაზღვრეებმა დანებებაზე უარი განაცხადეს და სწორედ მაშინ გაჟღერდა ფრაზა „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ რომელიც მოგვიანებით მთელმა მსოფლიომ გაიგო.