უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება ვერ შეაჩერებს უკრაინას დაცვას მისი ტერიტორიები.
ამ თემაზე მან "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა.
"თუ მსოფლიო თანამეგობრობის, ნატოს ქვეყნების მხრიდან არ იქნება პასუხი ასეთ გაბედულ შეტევაზე (თუ ეს მოხდება), ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას.
მინდა ყველამ გაიგოს, რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს: ვერც პუტინი და ვერც მისი ჯარები. და ეს არაერთხელ დადასტურდა", - თქვა დანილოვმა.
მისივე თქმით, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს აპარატმა შეიმუშავა დეტალური ინსტრუქციები მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.