
World Population Review-ის, Trading Economics-ისა და World Bank Group-ის კვლევების ერთობილივი შედეგების მიხედვით, წარმოგიდგენთ ევროპის კონტინენტის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით.
10. საბერძნეთი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთს ეკონომიკური პრობლემები შეექმნა და მისი ვალი მშპ-ს 158.3%-ს შეადგენს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 25 182 აშშ დოლარია.
საბერძნეთში წარსულში მასიური სიღარიბე და უსახლკარობა იყო. მოსახლეობის დაახლოებით 26% სიღარიბის ზღვართანაა.
9. რუსეთი
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკაა, იქ მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს და მაღალია სოციალური უთანასწორობაც. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი 14 284 აშშ დოლარია.
სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ელიტის ხელშია კონცენტრირებული. რუსების დაახლოებით 14%, ანუ დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
8. მონტენეგრო
მონტენეგროს მცირე შიდა ბაზარი ზღუდავს მის ეკონომიკურ პოტენციალს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად აქცევს. ამ ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 12 661 აშშ დოლარია.
მოსახლეობის საშუალო ხელფასი 1 187 აშშ დოლარს შეადგენს, რაც გაცილებით ნაკლებია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე. გარდა ამისა, ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე, სეზონურ პერიოდში კი სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობა დაბალია.
7. სერბეთი
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის მშპ ბოლო ათწლეულის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა, ის მაინც ღარიბი ქვეყნების ათეულში მოხვდა. ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ სულ მოსახლეზე 12 240 აშშ დოლარს შეადგენს. სერბეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრანტია.
6. ბელარუსი
ბელარუსი ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება. ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 7 674 აშშ დოლარს შეადგენს.
მისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, რომლებიც არაკონკურენტუნარიანები არიან და ვერ შეძლეს თანამედროვე პირობებთან ადაპტაცია, მშპ-ს ნახევარს მაინც შეადგენენ. კერძო სექტორი დიდწილად განუვითარებელი რჩება და პოლიტიკური შეზღუდვების ქვეშაა.
5. ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოსნია და ჰერცეგოვინა, რომელიც ოდესღაც იუგოსლავიის ნაწილი იყო, ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად რჩება. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9 260 აშშ დოლარია.
ქვეყანა კვლავ განიცდის ბოსნიის ომის შედეგად მიყენებულ ნგრევას. მას ჰყავს უმუშევარი ახალგაზრდების დიდი რაოდენობა (28%) და სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები (16%).
4. ჩრდილოეთ მაკედონია
ევროპის უღარიბესი ქვეყნების სიაშია ჩრდილოეთ მაკედონიაც. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8 751 აშშ დოლარია.
კორუფციის, არაეფექტური მმართველობისა და ბიუროკრატიის გამო ბევრი განათლებული და ნიჭიერი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
3. ალბანეთი
ალბანეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი 9 176 აშშ დოლარია.
ალბანეთმა 1990-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი და სამოქალაქო არეულობა განიცადა. ამის შედეგები დღესაც ჩანს, ქვეყანაში მოსახლეობის 17% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
2. მოლდოვა
მოლდოვა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6 127 აშშ დოლარია. დადგენილია, რომ მოსახლეობის 33% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ყოველთვიური ხელფასი - დაახლოებით 885 აშშ დოლარი.
1. სლოვაკეთი
მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთი ღარიბ ქვეყნად არ ითვლება, მასში არის საზოგადოების გარკვეული სფეროები და სეგმენტები, რომლებიც სიღარიბეს განიცდიან. მისი საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 25 719 აშშ დოლარია.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ სლოვაკეთი შედარებით მდიდარია, აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. დადგენილია, რომ სლოვაკების დაახლოებით 10% სიღარიბის რისკის ქვეშაა.